ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

ფაბიო პარატიჩი

იუვენტუსსთან დაკავშირებით რამდენიმე სატრანსფერო სიახლე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

თავდაპირველად საქმე დანიელე რუგანის ეხება. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ჯორჯო კიელინის სარეაბილიტაციო პროცესი იმაზე კარგად ვითარდება, ვიდრე ამას სამედიცინო შტაბი ელოდა. 

აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა დანიელე რუგანის გასხვისების საკითხი, რომლის მიმართაც ინტერესი ლონდონის არსენალს და ლესტერს გააჩნია. 

ბიანკონერი მზადყოფნას გამოთქვამს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს იტალიელ უკანახაზელს, რომელსაც მიმდინარე სეზონში მინდორზე გამოსვლა სულ რამოდენიმეჯერ მოუწია. 

მანჩესტერ იუნაიტედს საკადრო პრობლემები აქვს.. პოლ პოგბა გუნდს ერთი თვით ტრავმის გამო ჩამოშორდა.. გარკვეული სახის დაზიანება აქვს ტომ მატკომინის და ბუნებრივია ხელმძღვანელობას გარკვეული სვლების გაკეთება მოუწევს.

ერთ-ერთ აქტიურად ვარიანტად ემრე ჯანი სახელდება, რომელსაც იუნაიტედს დიდი ხანია უკავშირებენ. დიდი ალბათობით გარიგება პოგბა – 60 მილიონი + ჯანი არ შედგება, თუმცა თავად გერმანელის ინგლისში გადაბარგება რეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სარისთვის იგი უსარგებლო მოთამაშეა. 

იმავე ჯანთან დაკავშირებით ალტერნატიული გზა ლეანდრო პარედესის ტრანსფერში ჩართვაა, მაგრამ აქ მხარეები შეთანხმების მიღწევას მოთამაშეების შეფასების თვალსაზრისით ვერ აღწევენ. 

კერძოდ ლეონარდოს იუვენტუსის მხრიდან 5-10 მილიონის დამატება სურს, რაზეც ბიანკონერი უარს აცხადებს.. ფაბიო პარატიჩი არ გეგმავს პარედესის სანაცვლოდ რაიმე თანხის გადახდას და მზად არის გარიგება, მხოლოდ პირდაპირი ბარტერით გააფორმოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
4 years ago

რაბიო + ჩანი + 30 მილიონი პოგბას სანაცვლოდ კაი ვარიანტი იქნებოდა.

ბალასტიდანაც დაიცლებოდა გუნდი და მატუიდის ყურებაც აღარ მოგვიწევდა ლიგაზე მაინც.

giorgi nefaridz
4 years ago

იანვარში დიდი ტრანსფერი არ იქნება

DTrezeguet
Bianconeri.10
4 years ago

გილოცავთ მეგობრებო შობა-ახალ წელს,ჯანმრთელობის ბედნიერების და ყველაფერი კარგის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.იმედია ჩვენი გუნდიც გაგვახარებს და გვაღირსებს ლიგას ))

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x