ტუტოსპორტი საორიენტაციო სასტარტოს აქვეყნებს
იუვენტუსის განაცხადს ყველანი იხილავდით.. ორი ამბავია და კარგით დავიწყოთ..
კაპიტანი დაბრუნდა! დიახ, ჯორჯო კიელინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაურისიო სარიმ განაცხადში შეიყვანა..
შანსი იმის, რომ იტალიელი სასტარტოში გამოჩნდეს მინიმალურია, მაგრამ უკვე სიაში ყოფნაც პოზიტიურია.
ცუდი კი არის ის, რომ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი კრიშტიანო რონალდუ ბრეშასთან მოახლოებულ შეხვედრას გამოტოვებს.. არადა ასეთ კრიზისულ პერიოდში, სწორედ პორტუგალიელის გოლები ეხმარებოდა გუნდს.
კარგით, გავუყვეთ ტუტოსპორტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ვნახოთ, სავარაუდოდ ვინ იქნება დღეს ტურინში თბილისის დროით 18:00-ზე მოედანზე ტურინელთა რიგებიდან:
კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს, რომელიც სათასო დაპირისპირების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო იასპარეზებს.. რომელმაც წინა შეხვედრა მარჯვენა ფორვარდად ჩაატარა..
ცენტრალურ ზონაში მატეის დე ლიხტი და ლეონარდო ბონუჩი იქნებიან.. მარცხენა ფლანგზე უცვლელი ალექს სანდრო.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტაქტიკური მოდული 4-3-1-2 არის ნაგულისხმევი.. შუახაზთა ტრიოს როდრიგო ბენტანკური, მირალემ პიანიჩი და ადრიენ რაბიო დააკომპლექტებენ.
ფორვარდების უკან უელსელი აარონ რემზი იმოქმედებს. სწორედ ბრიტანელი შეეცდება პაულო დიბალასთვის და გონსალო იგუაინისთვის შეტევაში კომფორტული საგოლე სიტუაციების შექმნას..
პ.ს. ტრადიციულად პირდაპირი ტრანსლაციის ბმული შეხვედრის დაწყებამდე 30-40 წუთით ადრე ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდება.
სანდრომ რაც არ უნდა ცუდათ ითამაშოს მისი კრიტიკა უსამართლო იქნება. ტიპმა ამ სეზონში მხოლოდ ერთ თამაშში დაისვენა რობოტი ხომ არაა?
ტონალის ხათრით ვუყურებ, აბა ვნახოთ იუვესთან როგორ იყომარებს, ხომ არ ჩაიკარგება დიდ გუნდთან.
იმედია დღეს მაინც ითამაშებენ ნორმალურად და მოიგებენ დიბალას დუბლს ველოდები