აარონ რემზი:”ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ორი მატჩისგან შედგება”
აარონ რემზის მოსაზრებით, კარგი იქნება თუ მისი თანაგუნდელები ინტერთან მოახლოებულ მატჩზე იფიქრებენ:
“ეს არის საქმის ნახევარი.. წინ ვიყურებთ და ოპტიმისტური განწყობა იზრდება, რადგან ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ორი მატჩისგან შედგება, ასე რომ ახლა ჩვენი ჯერია მეტოქეს ის თამაში შევთავაზოთ, რომელსაც იუვენტუსის ტიფოზები ელოდნენ.
ერთი სიტყვით, მაქსიმალურად დავიხარჯებით, რათა საპასუხო შეხვედრას სწორი განწყობით შევხვდეთ.
ახლა აუცილებელია საკუთარ თავზე ვიფიქროთ და უკეთესი მატჩი ჩავატაროთ, ვიდრე ეს ლიონთან მოხდა.
ვალდებულები ვართ გვერდი გადავშალოთ და სერია ა-ში ინტერთან მოახლოებულ მატჩზე მოვახდინოთ სრული კონცენტრირება.
სწორედ ამის შემდგომ დავიწყებთ ლიონთან საპასუხო შეხვედრისთვის მომზადებას.”
მგონი ეს გაცოცხლების გზაზეა და თუ შევიდა ფორმაში იქნებ გამოაცოცხლოს გუნდ არ იყო არსენალში ცუდი
რემზი ძირითადში უნდა ყოფილიყო გუშინ. ერთი რაც იმ სოფლის გუნდს შედარებით უვარგა ცენტრია და 4-3-3 არ იმუშავა. პიანიჩიც სკამზე უნდა ყოფილიყო, ტრავმა აქვს და ისედაც ცუდ ფორმაშია. კუადრადოსაც დასვენება ჭირდება.
საყვარელ გუნდს მიუხედავად პრობლემებისა რომ სოფლის გუნდს უწოდებ იქ დასრულებულია ყველანაირი კამათი გინდა ფეხბურთზე და გინდა ცეკვაზე. მილანი რა დღეშია ან მანიუ მაგრამ არასდროს მათი ფანი სოფლის გუნდს არ უწოდებს.
მართალი ხარ
აუ ჩემი ძმა შენ არც ფეხბურთს უყურებ ყურადღებით და არც კომენტარებს კითხულობ. სოფლის გუნდი ლიონზე წერია მანდ, არაა რთულად მისახვედრი. ჯერ დაფიქრდი და მერე გამოთქვი პრეტენზიები ჩემს კომენტარებთან დაჯავშირებით. შენთან კამათი ისედაც დასრულებულია.
ინტერს მაინც მოუგონ სახლში, ლიგის მომგებები რომ არ ვართ წელს ეგ კაი ხანია აშკარაა.
კი მარა ნახევარფინალამდე მაინც უნდა მივიდნენ
სარის ამ მინდვრის ჰოკეით? მივალთ უეჭ…