ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრობლემები დერბი დ’იტალიის წინ..

კორონავირუსის გამო 2020 წლის საფეხბურთო სეზონი ისეთივე დინამიურად არ ვითარდება, როგორც ეს ყოველ ჩვენთაგანს გაუხარდებოდა.

სერია ა-მ შეიძლება ითქვას ამ თვალსაზრისით ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო.. 

3 აპრილამდე, როგორც მოგეხსენებათ ყველა სპორტული ღონისძიება გულშემატკივრებისთვის დაიხურება.

თუმცა, ის ფაქტი რომ მინდორზე ფეხბურთი ბრუნდება, უკვე გარკვეულ ოპტიმისტურ განწყობაზე გვაყენებს.

ხვალ, ტურინში დერბი დ’იტალია უჩვეულოდ ჩუმ ვითარებაში გაიმართება, რომელსაც წესით და რიგით ჯორჯო კიელინი კარგ კონდიციებში უნდა შეხვედროდა.

თუმცა, Sky Sport-ის მტკიცებით საქმე არცთუ ისე იოლად გამოიყურება..

იტალიელმა მცველმა სეზონის წინ უმძიმესი ტრავმა მიიღო და სარეაბილიტაციო კურსის შედეგად, მინდორზე დაბრუნება ცოტახნის წინ მოახერხა..

მაგრამ როგორც ირკვევა ჯორჯოს კუნთის გადაღლილობა აწუხებს, რაც ჯვარედინი მყესის გაწყვეტის შემდეგ, სავსებით ნორმალური პროცესია, რადგან ფეხბურთელი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ჩვეულ დატვირთვას უბრუნდება, ხოლო სხეულს რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, ურთულდება ერთბაშად იმავე დოზის ატანა და იწყება კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი კონდიციები ყოველდღიურად მოწმდება და წესით დღეს საღამოს, უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება რამდენად შეძლებს კაპიტანი ასეთ პრინციპულ მატჩში მონაწილეობის მიღებას. 

მაშინ როდესაც, ტურინელებს ასეთი რანგის შეხვედრა აქვთ გასამართი და თან საკუთარი ქომაგების გარეშე, ბუნებრივია თითოეული კომპონენტის გამოკლება (მითუმეტეს კაპიტანის), კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნის.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x