ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მოვლენები ტურინელთა გარშემო

იუვენტუსის გარშემო სხვადასხვა ფრონტზე გარკვეული სიახლეები ქვეყნდება.

პაულო დიბალას გვარმა ისევ გაიჟღერა იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც ზაფხულში შესაძლოა ტურინი დატოვონ.

თუმცა, დღეს დილით სიტუაცია ლა ჯოიასთვის უკეთესად გამოიყურება.

იუვენტუსი არ გეგმავს მასთან განშორებას და სიახლეები თითქოს რომელიმე მოთამაშის ბარტერისთვის მოიაზრებს სისულელეა და მეტი არაფერი.

ამასობაში მაურო იკარდის პარიზული ყოფა არცთუ ისე პოზიტიურად ვითარდება..

სამხრეთ ამერიკელმა ფორვარდმა დაკარგა ძირითადში ადგილი.. მას უჭირს ედინსონ კავანისთან კონკურენცია, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის..

იკარდის საოცრად გაუჭირდა ფრანგულ ატმოსფეროსთან ადპატაცია და უკან, იტალიაში დაბრუნება სურს.

ერთადერთ მკაფიო ვარიანტად კი სწორედ ტურინული გრანდი სახელდება, რომელმაც ზუსტად იცის მისი შესაძლებლობები და მზად არის ინვესტიციის განსახორციელებლად.

პარალელურად ფაბიო პარატიჩი ორ უფასო ტრანსფერზე მუშაობს. იუვენტუსის სპორტული დირექტორი ამ მხრივ რომ ძლიერია ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა.

ამჯერად საქმე მაურისიო სარისთვის კარგად ნაცნობ ბრაზილიელ ვილიანს ეხება, რომელთანაც ჩელსის კონტრაქტი უმთავრდება და როგორც ჩანს სამხრეთ ამერიკელმა საბოლოოდ იუარა ინგლისელთა წინადადება გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

მეორე კი პსჟ-ს მარცხენა მცველი ლევინ კიურზავაა რომელსაც დიდი ხანია ტურინში აგზავნიან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო საქმე ვერა და ვერ შედგა. შესაძლოა, ეს ზუსტად ის მომენტია, როცა მხარეებს უკვე არანაირი წინააღმდეგობა აღარ შეხვდებათ და ფლანგელი მოთამაშე ბინას ტურინში დაიდებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x