დელ პიერო:”ჩვენ ბრძოლაში ვბრუნდებით, რათა გავიმარჯვოთ”

ალესანდრო დელ პიერო
მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის.. იტალია კი მრავალი გარემოებიდან გამომდინარე, ფაქტიურად ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება..
სხვადასხვა სფეროს პოპულარული წარმომადგენლები ერთიანდებიან საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად..
იუვენტუსის კამპანია რომელიც ანდრეა ანიელიმ დაიწყო და მას ფეხბურთელებიც აყვნენ უკვე კარგად მოგეხსენებათ.
ახლა კი ჯერი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონებზეც მიდგა, რომლებიც ერთიანდებიან და იწყებენ საჭირო სახსრების შეგროვებას საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად..
ალესანდრო დელ პიერომ სოციალურ ქსელში რგოლი განათავსა და სადაც ამ ყველაფერს დაუდო სათავეს:
“მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომლებმაც 2006 წელს გამარჯვება ვიზეიმეთ, ახლა ისევ ვბრუნდებით ახალი გამოწვევების წინააღმდეგ!
ჩვენ ვალდებულები ვართ კიდევ ერთხელ მოვიპოვოთ დიდი გამარჯვება!
შეგროვებული სახსრები მოხმარდება @crocerossaitaliana -ს.. ჩვენი ქვეყნისთვის რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია.
თქვენც ჩვენი გუნდის წევრი ხართ და ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ!”