პაულო დიბალა:”მხოლოდ და მხოლოდ იუვეში მსურდა ყოფნა”
იტალიური მედიის მტკიცებით იუვენტუსი და პაულო დიბალა არსებულ შეთანხმებას სულ მალე გაახანგრძლივებენ.
ამ ეტაპზე არგენტინელი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, კვლავინდებურად განაგრძობს იზოლაციაში ყოფნას..
ონლაინ კომუნიკაციის დახმარებით, მასთან ინტერვიუ იუვენტუსის ოფიციალურმა გვერდმა ჩაწერა:
“გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ დამირეკა ფაბიო პარატიჩიმ..
პალერმოში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი.. ჩვენ აქტიურად განვიხილავდით ყველა შესაძლო ვარიანტს..
იყო ბევრი შემოთავაზება.. ხშირად მირეკავდნენ აგენტები, მწვრთნელი და სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები..
თუმცა, გადაწყვეტილი არაფერი მქონდა, რადგან ერთი კონკრეტული გუნდისგან ველოდი ზარს – იუვენტუსიდან..
ერთ მშვენიერ დღეს მეუბნებიან, რომ ერთ საათში ბიანკონერის დირექტორი დამირეკავდა..
ფაბიოსთან საუბარი იყო კონკრეტული და მკაფიო – მან მითხრა, რომ ყველა ღონეს იხმარდა ჩემს ტურინში წასაყვანად..
ყურმილი დავკიდე თუ არა დედასთან მივირბინე და ჩავეხუტე.. ვუთხარი, რომ სწორედ აქ მსურდა და სხვა ვარიანტს აღარ განვიხილავდი.”