ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

90-იანებში დელ პიერო და რონალდო, როგორც რონალდუ და მესი

ალექს დელ პიერო - რონალდო

დღევანდელი საფეხბურთო სამყარო, უდაოდ უნიკალურია რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა როდესაც ორ ფორვარდს ამდენი ხნის მანძილზე დაეპყრო ყველა და ყველაფერი..

არადა მაშინ, როდესაც ლეო მესის და კრიშტიანო რონალდუს ეპოქა იწყებოდა, წესით და რიგით სხვა მეფეების ციკლი უნდა დასრულებულიყო..

1997 წელს ერთმანეთს იტალიის და ბრაზილიის ეროვნული გუნდები ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ..

საკმაოდ კარგი და მხიარული მატჩი 3-3 დასრულდა, სადაც რონალდომ თავი ერთხელ, ხოლო ალესანდრო დელ პიერომ ორჯერ გამოიჩინა.

ორივე მათგანი ძალზედ სწრაფი ნაბიჯებით პროგრესირებდა..

საკუთარ ასაკში განსაკუთრებულის წოდებას, არავინ დაჯერდა და ძალიან მოკლე პერიოდში გახდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურები, რომლებიც ლიდერობდნენ საკუთარ გუნდებს!

97 -ისთვის ალექსი ოქროს ბურთის ჯილდოზე ზედიზედ ორჯერ მეოთხე ადგილს იკავებს.. იმარჯვებს ყველა დიდ საკლუბო ტურნირში, იპყრობს რობერტო ბაჯოს ადგილს როგორც კლუბში ასევე ნაკრებში..

20 წლის რონალდო კიდევ უფრო მასშტაბურად აფეთქდა!

96 წელს მეორე ადგილზეა საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე, ხოლო ევროპაში სამ სეზონში 101 ბურთის დაგროვება მოახერხა.. 97 წლის დეკემბერში კი ოქროს ბურთის მფლობელი ხდება.

სამშობლოში ბრაზილიელს მეორე პელედ მოიხსენიებდნენ.. დელ პიეროს ჯი რობერტო ბაჯოს მემკვიდრედ.. მათი პოპულარობა არა დღითი-დღე არამედ საათებით იზრდებოდა..

Gazzetta dello Sport -მა როდესაც რონალდო ინტერში გადავიდა, მთელი დღე გაწერა და დეტალურად აღწერა თუ რას აკეთებდა ფორვარდი..

როდესაც პოპულარული აგენტის ანდრეა დ’ამიკოს ქორწილი 15 წუთით შეჩერდა, რადგან აქ ალექსი მეჯვარის ამპლუაში იყო, რომელსაც ეკლესიის წინ ფანების ზღვა არმია დახვდა და იქამდე არ გაუშვა, სანამ თითოეულმა არ აკოცა ან ავტოგრაფია გამოართვა.

რონალდო ინტერს რატომაც დაჭირდა ყველასათვის კარგად იყო ნაცნობი.. მხოლოდ მას თუ შეეძლო იუვენტუსისთვის სამეფო ტახტის დათმობა..

არადა ეს იდეას მოკლებული არ ყოფილა.. ფენომენს ნამდვილად შეეძლო მარტოს გამკლავებოდა.. ოღონდ რომ არა დელ პიერო!

ყველას მიაჩნდა რომ რონალდო დომინანტი 9 ნომერი იყო, კოსმოსური სისწრაფით და საოცარი საგოლე ალღოთი თუ შესრულებით..

ბურთის მიღებისთანავე იწყებდა მცველებზე წასვლას და მათ ისეთ სიჩქარეზე უვლიდა გვერდს, რომ მათ მხოლოდ ცივი ქარი და უსუსურობის განცდა ექმნებოდათ.. დიახ, რონალდო ყველას აშინებდა და მას შეეძლო ნებისმიერის დაჩოქება.

დიახ, მინუსებზეც შეგვიძლია საუბარი.. მაგალითად თავი თამაში ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.. მარცხენა ფეხითაც იშვიათად მოქმედებდა ან თუ იყენებდა, სახეირო არაფერი მოქონდა ამ ყოველივეს..

თუმცა, ბრაზილიელი იმდენად ეფექტურად და შედეგიანად ირჯებოდა, რომ ამ მინუსებს არავინ არ აქცევდა ყურადღებას.

80-იანების ტოპ ფორვარდმა ალდო სერენამ შემდეგი რამ თქვა:

დელ პიერო უფრო ტექნიკურია და შესაძლოა გუნდისთვის მეტად პროდუქტიულია.. სიჩქარე და მოქმედებები შედარებით დაბალანსებული.. მაგრამ რონალდოს ვირჩევ! მასთან ერთად, თქვენ 1-0 -თ იწყებთ თამაშს! ის ახლა მსოფლიოს მწვერვალზე იმყოფება.

დელ პიერო სიმართლე ითქვას ნაკლებად იყო გოლებზე ჩაციკლული და 97-ისთვის იუვეს რიგებში სულ რაღაც 39 ბურთი ქონდა ანგარიშზე (თან გაითვალისწინეთ, რომ ფლანგიდან ცენტრში გადაადგილებით – იტალიაში! არა ჰოლანდიის ჩემპიონატში)

მაგრამ საჭირო იყო ბრაზილიელისთვის სათანადო კონკურენციის გაწევა და აქედან გამომდინარე, ალექსმა ეტაპობრივად სტილის შეცვლა დაიწყო.

ადრეულ ასაკში, სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ალექსმა ბევრ პოზიციაზე მოსინჯა ძალები.. ფლანგების ხშირი ცვლა, ცენტრში მოქმედება, ფორვარდათ ყოფნა და ასე შემდეგ..

შესაბამისად, მან ყველაფერი კარგად იცოდა და ამ ცოდნას შედეგიანად იყენებდა.

იუვეში ფანტაზისტას როლიც მშვენივრად მოირგო და შეიძლება ითქვას, ამ სახელწოდების შექმნაში დიდი წვლილიც მიუძღვის.

იგი კარგად და ჭკვიანურად მოქმედებდა ზონებს შორის..

იდგა მეტოქის კარისკენ ზურგით – კარგად უთამაშებდა პარტნიორებს ბურთს, რომლითაც სიჩქარეს უმატებდა, ან საერთოდ თავადვე ტრიალდებოდა ბურთიანად და ბრწყინვალედ ჭრიდა ფლანგიდან ცენტრში, რითაც მცველებს სისხლს უშრობდა..

გარი ნევილმა ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ:

ალექსი ყველაზე დიდებულია ვის წინააღმდეგაც მითამაშია! პოზიციას ისე არჩევდა, რომ ვიკარგებოდი და არ ვიცოდი რა უნდა მომექმედებინა..

სანამ ვფიქრობდი გავყოლოდი თუ არა ცენტრში, მათი მარცხენა მცველი უკვე ჩემს უკან იმყოფებოდა..

დელ პიეროსთვის მანძილი არაფერს ნიშნავდა.. გასაგებია, რომ რონალდოს კოსმოსურ სიჩქარეს ვერ აღწევდა, მაგრამ ალექსი მსოფლიოში 4 საუკეთესო დრიბლიორში შედიოდა..

ქონდა საკმაოდ კარგი სპრინტი და მცველებს ისე იოლად უმკლავდებოდა, თითქოს PES თამაშობდა და მოძრაობებს მარტივად კონტროლერის საშუალებით მართავდა..

შთამბჭდავი დრიბლინგების შემდგომ, ეს ყოველივე სრულდებოდა არანაკლები დარტყმებით.. მაშინდელი ბურთები თან ასე მარტივად არ ტრიალდებოდა ადგილიდან.. ბევრად რთულ პროცეს წარმოადგენდა ამ ყველაფრის საქმეზე შესრულება..

ალექსის საფირმო მოჭრილი დარტყმები კი ყველა ექსტაზში მოყავდა.. ეს მხოლოდ მას შეეძლო და ისეთი სილამაზით, რომ ნებისმიერ ხელოვანს შეშურდებოდა!

70-იანების ტოპ ფორვარდი პიეტრო ანასტაზი დელ პიეროს რონალდოზე მაღლა აყენებდა:

ალექსი არის სრულყოფილი ფეხბურთელი, ვიდრე რონალდო. ბურთზე უფრო მეტად ზემოქმედებს და სამხრეთ ამერიკელის დონეზე დგას გოლების გატანის თვალსაზრისით. თან ამ ყველაფერს გუნდზე თამაშიც ერთვის!

კიჭა ამ ყოველივეს არ აკეთებს.. ინტერი თამაშობს რონალდოზე, ხოლო დელ პიერო იუვენტუსისთვის!”

ბუნებრივია ასეთ პირობებში, ყველანი ელოდებოდნენ შეხვედრას, სადაც ისინი კვლავინდებურად ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებოდნენ..

იანვარში ინტერმა სან სიროზე ტურინელებს უმპასინძლა და მათი დამარცხება შეძლო – დელ პიერომ დიდებულად ითამაშა..

მთელი შეხვედრის მანძილზე დომინირებდა, მაგრამ რონალდომ თავისი სიჩქარე ჩართო, ფლანგზე გაიქროლა და ჯორკაეფს გაატანინა, რითაც სამი ქულა გააკეთა.

ლაციოს ბომბარდირი ბრუნო ჯორდანო ფენომენს იტალიელზე მაღლა მდგომად თვლიდა:

ფეხბურთში ყველაზე რთული გოლის გატანაა, ხოლო რონალდო ამ პრობლემას ყველაზე მარტივად ჭრის.

შესაძლოა მთელი მატჩის განმავლობაში სულ 4-5 შეხება გააკეთოს, მაგრამ ამას უსაზღვროდ ეფექტურად ასრულებს! შესაძლოა ალექსი უფრო მრავალფეროვანი და ტექნიკურია, მაგრამ გოლის გატანაში ბრაზილიელს ჩამორჩება.

საწყის 10 შეხვედრაში, პინტურიკიომ 7 -ჯერ გამოიჩინა თავი და ახალი წლისთვის რონალდოსაც კი გაასწორა ბომბარდირთა დავაში და ასევე საგოლე გადაცემების მხრივათაც.

აქედან ნახევარ ბურთებს ინდივიდუალურ შოუდ ქმნიდა – ბოლონიას 30 მეტრიდან, სტანდარტულიდან გაუტანა, პარმას მკერდზე ბურთის იდეალურად მიღების შემდეგ, ნაპოლის და სამპდორიას ჩქაროსნული სოლო რეიდებით.

უმეტესწილად იუვეს გამარჯვებები სწორედ მის მიერ გატანილი გოლების წყალობით ხდებოდა მოპოვებული..

შესაბამისად, გაზაფხულისთვის იუვემ ინტერის გადასწრება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ სან სიროზე უშუალო კონკურენტისგან მარცხი იწვნია.

“დელ პიერო რონალდოზე უკეთესია. მას მრავალფეროვანი არსენალი აქვს.. დაწყებული კრეატიულობით, დრიბლინგით, რთული და მოჭრილი დარტყმებით.. შესაშური პაუზით და სწრაფი აჩქარებით.. იგი საოცრად იოლად უმკლავდება მცველებს..

რონალდოს კი პრობლემა აქვს მარცხენა ფეხით თამაშთან, ხოლო ალექსისთვის მარჯვენაა თუ მარცხენა მნიშვნელობა არა აქვს!”– განაცხადა იტალიის ექს თავკაცმა ფერუჩო ვალკარეჯიმ.

ევროთასებზეც ანალოგიური მეფობა ფიქსირდებოდა.. დელ პიერო ჩემპიონთა ლიგის თითქმის ყველა შეხვედრაში იტანდა გოლს.. (10 შეხვედრაში 10 გოლი + 4 საგოლე გადაცემა)

1/2 ფინალში მონაკოს კარში 6 გოლი შექმნა და იუვე წლის საუკეთესო მატჩში გაიყვანა!

რონალდო თავის მხრივ ნაკლებ წვლილს იღებს ინტერისთვის უეფას თასის მოპოვებაში.. თუმცა, საჭირო მომენტში მოსკოვში, მძიმე კლიმატურ პირობებში სპარტაკის კარს ორჯერ იღებს.

სხვა სუპერ ვარსკვლავები ამ დუეტის ფონზე აშკარად იჩრდილებოდნენ.. დელ პიერომ და რონალდომ მართალია ბომბარდირობა ბირჰოფს დაუთმეს, თუმცა ტოპ 5 ლიგაში ყველაზე შედეგიანები გახდნენ! (ბრაზილიელმა 34 ბურთი გაიტანა, ხოლო იტალიელმა 32).

დელ პიეროს მონაცემები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, რადგან “10”-იანებს ამდენი არ გაქონდათ..

მან ფორმის პიკზე მყოფ რობერტო ბაჯოს მონაცემებიც კი გააუმჯობესა.. ამასთამ ერთად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო “მეპასე” -ც გახდა..

მსგავსი სტილის საუბრები ჩემზე ნეგატიურად არ მოქმედებს. რონალდოსთან შედარება ჩემთვის კომპლიმენტია, ისევე როგორც მისთვისაც, როდესაც მე მადარებენ”დელ პიერო

კულმინაცია 26 აპრილს შედგა, როდესაც ტურინს ინტერი ესტუმრა.. მეორე წრის სუპერ დაძაბული მატჩი – იუვე მეტოქეზე წინ მხოლოდ ერთი ქულით იყო და ყველას კარგად ესმოდა – ვინც აქ გაიმარჯვებდა, ჩემპიონობასაც ის გაიფორმებდა!

21-ე წუთზე, დელ პიერომ 30 მეტრიანი დისტანცია გაიარა, მცველი ჩამოიშორა, შემდგომ მეკარე და ბურთი ცარიელ კარის ბადეში გაახვია..

ეს ბურთი ერთადერთი იყო ამ დაპირისპირებაში.. თუმცა, მეორე ნახევარში რონალდო იულიანოს შეეჯახა, რის შემდეგაც მილანელები მსაჯს 11-იანისკენ ემოციურად მოუწოდებდნენ..

მან არ დანიშნა 11-იანი, თუმცა მოგვიანებით კონტრშეტევაზე წასულმა იუვემ, ტარიბო ვესტის ვარდნის შემდეგ თავად მოიპოვა 11-იანის დარტყმის უფლება.

“მადლობა ღმერთს, რომ ამ ბურთის გატანა ვერ მოვახერხე.. წარმოგიდგენიათ რა მოყვებოდა ამ ყველაფერს?”- ხუმრობდა მატჩის შემდგომ ალექსი.

იტალია ორად გაიყო.. ერთნი თვლიდნენ, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო დანარჩენები ინტერის მოთხოვნას სამართლიანად მიიჩნევდნენ.. 

ლუჩიანო მოჯიმ რონალდოს მოუწოდა დელ პიეროს მსგავსად ემუშავა და ნაკლები ესაუბრა.. ვიღაცეებმა ისიც კი გაიხსენებს, სან სიროზე იუვეს სასარგებლოდ მსაჯმა 11-იანი რომ არ დანიშნა.. ამიტომაც ჩათვალეს ეს “ვალის გადახდად”..

სეზონი მაისში დასრულდა და ორივე კლუბმა უეფას ორგანიზებული ტურნირების ფინალში იასპარეზებს.. ინტერმა ლაციო ადვიოლად დაამარცხა.. რონალდომ სამიდან ერთი გაიტანა და თასი აღმართა!

იუვენტუსმა თავის მხრივ რეალთან იწვნია მარცხი.. მატჩის დასაწყისშივე ალექსი რობერტო კარლოს უხერხულად შეეჯახა და მთელი მატჩი ტრავმის ფონზე ჩაატარა.. მას სირბილი უკიდურესად უჭირდა, თუმცა მოითმინა და გუნდი არ დააღალატა.

მერე მცველებმა რატომღაც მიატოვიჩი დაივიწყეს, ან შესაძლოა თამაშგარეში მიზანმიმართულად ჩატოვეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.. გოლი ჩაითვალა.. იუვე კი დამარცხდა.

რონალდომ ამ შეხვედრის შემდეგ ალექსის მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა:

ეს შთამბეჭდავი სეზონი იყო და დელ პიერო ასეთ სტილში მარცხს არ იმსახურებდა.

წინ მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც ორივე მათგანის დუელი გაგრძელდებოდა.. 

თუმცა, ალექსი 1998 წლის მუნდიალს ტრავმით ესტუმრა, რომელიც ლიგის ფინალში მიიღო.. ფორმის აღსადგენად სამწუხაროდ დრო აღარ ეყო და ჩემპიონატი უფერულად ჩაატარა.

ფენომენმა კი ფეერიული მატჩები გამართა! ის დაფრინავდა და გუნდი ფინალშიც გაიყვანა, თუმცა.. გულის შეტევა იყო თუ რაიმე სხვა პრობლემა, ფაქტია რომ რონალდო თავის თავს არ გავდა.

9 ნომერმა პირდაპირი მნიშვნელობით გივარშის დონის ფეხბურთი ითამაშა.. მისი ნაკრები ლიდერის გარეშე სულ მოიშალა და შეხვედრა მასპინძლებთან 3-0 დათმო..

ამით უიღბლობები არ სრულდება – იმავე წლის 8 ნოემბერს დელ პიერო წინა და უკანა ჯვარედინი მყესები გაუწყდა.. ასეთ დროს ფეხბურთელები კარიერასაც კი ასრულებდნენ..

თუმცა, პინტურიკიო ბრძოლას იწყებს და 9 თვეში მოედანს უბრუნდება.

5 წლის მანძილზე სიჩქარის კონუს ბოლომდე ვადგამდი ფეხს და ყველგან გამარჯვებული გამოვდიოდი.. ვიარეჯოს თასიდან დაწყებული, მხოლოდ წარმატებაზე ორიენტირებული ვიყავი!

სამწუხაროდ ამ ალესანდრომ კარიერა ტრავმიდამ რამდენიმე დღეში დაასრულა.. იგი საოცრად თამაშობდა, თუმცა მენტალურად მეორე ალესანდრო უფრო ძლიერი აღმოჩნდა..

პრობლემებმა გამაძლიერა, რადგან ჩემი დაბრუნების აღარავის წამდა..

ახალი დელ პიერო ცოტათი თუ გაგვახსენებდა ძველს.. სადღაც გაქრა ის მხატვარი, რომელიც შესაშურ სიჩქარეზე მოქმედებდა..

ახლიდან აწყობილი მუხლი მალე იღლებოდა.. ფიზიკურადაც მოისუსტებდა.. მეტოქეს არა სიჩქარეზე, არამედ კლასის და გამოცდილების ხარჯზე ადგილზე ატყუებდა.. დიახ, ახალი იყო და ერთ-ერთი საუკეთესო! 

ამ დროს კი ხდება შემდეგი რამ – რონალდო იღებს ანალოგიურ ტრავმას.. როდესაც ბრუნდება, რეციდივი ფიქსირდება და ისევ ქრება. 

დაბრუნებულზე ნათელი ხდება, რომ კოსმოსური სიჩქარე აღარ ექნებოდა.. გახდა სტატიკური ცენტრ-ფორვარდი..

დელ პიეროზე ყველაზე ხშირად ამბობენ:

თუ თქვენ არ გინახავთ მისი თამაში 1998 წლამდე, გამოდის რომ არ იცით ვინ არის დელ პიერო.

რონალდოზეც იგივეს იძახიან, მხოლოდ ერთ რამეს ცვლიან.. წლებს.. 1998-ს ნაცვლად 99-ს წერენ..

ეს მათი პერიოდი იყო.. ისინი იყვნენ მწვერვალზე.. შემდგომ, იღებენ მძიმე ტრავმას.. კარგავენ იმ საოცარ თვისებებს, რისი დახმარებითაც მეტოქეს ერთი მეორეს მიყოლებით ანადგურებდნენ.. 

თუმცა, მიუახედავად ამ ყველაფრის დაკარგვისა, ისინი ინარჩუნებენ სახეს.. იბრძვიან, ბრუნდებიან და ქმნიან განსხვავებულ მაგრამ დიდ ისტორიას! დელ პიერო და რონალდო ფენომენალურები იყვნენ!

 

 

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo...
vaxo...
3 years ago

დელპიეროს მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, რონალდო სულ სხვა დონეზე იმყოფებოდა… და ძალიან სასაცილოა საუბარი, რონალდოს მარცხენა ფეხით თამაშზე და სხვა ნაკლზე… ნახეთ იუტუბზე და აბსოლიტურად საპირისპოროში დარწმუნდებით…

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x