ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი – ისტორია “ნომერი 88”

ჯანლუიჯი ბუფონი – ადამიანი იდეალური რეპუტაციით, რომელიც ფანების მხრიდან 100%-იანი ნდობით სარგებლობს.

ტიფოზერიისთვის მისი წასვლა დიდ წუხილთან ასოცირდებოდა, ხოლო მოსვლა უდიდეს ბედნიერებად!

შეიძლება ითქვას, რომ ჯიჯი ტოტის კარგი ვერსია არის – კლუბის ერთგულია და ამ ყველაფრისთვის თავად არაფერს არ ითხოვს (ყოველშემთხვევაში საჯაროდ)

თუმცა, 90-იანების ბოლოში დღევანდელი ლეგენდის მიმართ ბევრი კითხვები გაჩნდა..

ყველას კარგად გვახსოვს ახალგაზრდა ჯიჯიმ პარმას რიგებში პირველსავე მატჩებში რა ფურორი მოახდინა.. ზუსტად ასე გიჟდებოდნენ ახალგაზრდა დონარუმაზე.. 

მაგრამ 1999 წლის 26 სექტემბერს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და საქმე, საფეხბურთო ასპექტებს საერთოდ არ ეხებოდა.

ლაციოსთან მატჩში ბუფონი მაისურზე Boia chi molla -ს სლოგანით გამოჩნდა, რომელიც მარკერით ქონდა მიწერილი.. მატჩისშემდგომ ინტერვიუს დროსაც, ჟურნალისტის გვერდით იმავე მაისურით იდგა.. ფოტოზე ეს ყოველივე კარგად ჩანს. 

The Guardian -ი მარტივ სახელწოდებას აწვდის ამ წინადადებას Death to cowards (სიკვდილი ლაჩრებს)

იტალიაში ამ ლოზუნგს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ასოცირდება ნეოფაშიზმთან.. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ფესვები უფრო ადრიდელ პერიოდამდე მიგვიყვანს.

არის მოსაზრება ნაპოლის მეფე ფედინანდ IV-ის ოპონენტებზე.. სხვა ვერსია “მილანის ხუთ დღე” – აჯანყება რომელიც შემდგომ დიდი ომის ნაწილი გახდა და იტალიის გაერთიანება გამოიწვია.

მესამე ვერსიის თანახმად, ლოზუნგი პირველი მსოფლიო ომის დროს, იტალიელი ჯარისკაცის წამოყვირების შემდეგ დაიბადა, როდესაც ბრძოლა კაპორეტოზე მიმდინარეობდა.

ამასთან ერთად, დადასტურებულია რომ 30-40-იან წლებში ლოზუნგი ფაშისტურმა მოძრაობამ გამოიყენა.. 

მაგალითად, Boia chi molla იყო დევიზი რესპუბლიკელთა ნაციონალური გვარდიის 24 ბატალიონისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომში, ახშობდა მოწინააღმდეგეთა ძალებს და ხისტად ებრძოდა მოკავშირეებს.

1957 წლის აგვისტოში, Boia chi molla -ს ბანერი ბენიტო მუსოლინის დასაფლავებისას აღმართეს. 

“ნამდვილად არ მქონია ასეთი სახის ინფორმაცია. უბრალოდ მსურდა დამეფიქსირებინა, რომ ჩვენ უკან არასდროს არ ვიხევთ”– განაცხადა ჟურნალისტების შეტევაზე ჯანლუიჯიმ..

იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ამ თემაზე, რაიმე სიღრმისეული გამოძიება არ მოუწვია და მეკარე 2500 ევროთი დააჯარიმა.

2000/01 სეზონის სტარტზე ჯიჯი ახალ სკანდალში გაეხვა და ამჯერად სათამაშო ნომერთან დაკავშირებით.

მან უარი განაცხადა “1”-ზე და მის ნაცვლად “88” აირჩია..

უცნობია ჯიჯის განზრახვა, მაგრამ ეს ციფრები ცნობილ ლოზუნგთან ასოცირდება 14/88, რომელიც დაშიფრულია და Heil Hitler -ს აღნიშნავს (H ლათინურში 8 პოზიციაზეა)

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სოცმედია არ არსებობდა ისტორია იტალიაში ელვისებურად გავრცელდა და ჯიჯი ახალ სკანდალში გაეხვა.

ახალგაზდა მეკარე იტალიელთა მხრიდან დიდი კრიტიკის ქვეშ იყო მოქცეული.. მასსზე შტურმს მასმედიის წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროში მყოფი პირები ახორციელებდნენ..

მისი დაცვა კი დედას მოუხდა:“ისინი ვინც ჩემს შვილს ადანაშაულებენ, უნდა რცხვენოდეთ როდესაც მსგავს სიბინძურეს აბრალებენ.”

პრეტენზია იმდენად დიდი იყო, რომ კარის დარაჯს სპეციალური პრეს-კონფერენციის გამართვა მოუწია. 

ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ მაშინ ჯიჯი ტრავმირებული იყო, რის გამოც ევრო 2000 -ს გამოტოვება მოუწია.. 88 ნომერი კი მისი თქმით, ფსიქოლოგიური დატვირთვის ესაჭიროებოდა:

“88 იმიტომ ავირჩიე, რომ ეს ციფრები 4 გოლს მახსენებს..

იტალიაში კარგად ვიცით, კვერცხების ქონა ასოცირდება სიძლიერესთან და შემართებასთან! ამ სეზონში ეს ყოველივე ზედმიწევნით დამჭირდება, რათა ნაკრებში ადგილი დავიბრუნო. 

თავდაპირველად არჩევანი “00”-ზე შევაჩერე, მაგრამ ფედერაციამ უარი მითხრა.. შემდეგ იყო “01”-ს ვარიანტიც, თუმცა ისიც დამიბლოკეს. 

სიმართლე გითხრათ “01” ძალიან მომწონს, რადგან ამ ციფრებით დაქრიან ერთ ცნობილ კინოფილმში “ჰაზარდელი გარეკილები”.

თუმცა, 88 -ს გასაიდუმლოებული ისტორია არ ვიცოდი.. ეს ნაცისტური სიბინძურე კი დიდ ტკივილს მაყენებს. მზად ვარ ნომერი შევცვალო, თუ ეს სიტუაციას გამოასწორებს.”

ბუფონმა სიტყვა შეასრულა და “88”-ს ნაცვლად “77”-ი ნომრით ძლიერი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც იუვენტუსმა გაიფორმა.

სხვათაშორის, ამის შემდეგ ჯიჯი “1” ნომერს კიდევ ორჯერ უარობს.. თავდაპირველად პსჟ-ში, როდესაც 18 ნომრიანი მაისური აიღო:

“არავინ დამპირებია, რომ ავტომატურად მომცემდა 1 ნომერს.. მიჩვეული ვარ რომ ეს საკუთარი თამაშით დავიმსახურო, რასაც უკვე შევუდექი.”

იუვენტუსშიც ანალოგიური ისტორია განმეორდა:

შესნის პირველი ნომრის დაბრუნება, ხოლო კიელინის კაპიტნის სამკლაურის მოცემა სურდა.. 

თუმცა, აქ არ მოვსულვარ იმისათვის, რომ რაიმე დავიბრუნო.. აქ დავბრუნდი, იმისათვის რომ თავად გავცე რაღაც.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x