ლეგროტალიე:”მელოსთან დაკავშირებით კითხვები უადგილოა”
ნიკოლა ლეგროტალიე ჯორჯო კიელინის სიტყვებს ეხმაურება, რომელსაც ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი განიხილავს:
“ჯორჯოს ძალიან დიდი პატივსვცემ და მის სიტყვებსაც.. თუმცა, პასუხისმგებლობის აღება თავადაც მოუწევს.
მესმის იმ ორი ფეხბურთელის რეაქციაც, რაც პრინციპში ბუნებრივი იყო..
თუმცა, რასაც დათეს იმას მოიმკი.. მელოს ეს კარგად უნდა ესმოდეს, რადგან მისი საქმისადმი მიდგომა ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.
შესაძლოა სიტყვა “მეზიზღება”, რომელიც მან ინტერთან დაკავშირებით განაცხადა, ამ ფორმულირებისას თავად არ გამომეყენებინა..
მაგრამ ეს ჯორჯოს გადასაწყვეტია, რომელსაც როგორც უკვე ვთქვი თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.”