Calciomercato ანდრეა ბარძალის სამომავლო გეგმებზე

ანდრეა ბარძალი
Calciomercato-ს მტკიცებით, ანდრეა ბარძალიმ კი დატოვა იუვენტუსი და მაურისიო სარის სამწვრთნელო შტაბი, თუმცა გუნდის კარი საბოლოოდ არ დაუხურავს.
საქმე იმაშია, რომ ანდრეას თავად სურს მთავარი მწვრთნელის პოსტი და არაა გამორიცხული, ბიანკონერის რიგებში როგორც ახალგაზრდულის თავკაცი ისე დაბრუნდეს.
მეორე ვარიანტად კი სახელდება მუშაობა მასიმილიანო ალეგრის თანაშემწედ..
მართალია, ახლა ლივორნოელი არსად არ მუშაობს, თუმცა დიდი ალბათობით შეშლილი მაქსი ზაფხულში რომელიმე კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს და თუ ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ, მისი ასისტენდი სწორედ ბარძალი გახდება.