ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

გთავაზობთ ბოლო 24 საათის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსფერო სიახლეებს, რომელიც სხვადასხვა გავლენიანი იტალიური გვერდების მიერ იყო გამოქვეყნებული..

სანდრო ტონალი შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება, მაგრამ რაც დრო გადის სასწორი ინტერის სასარგებლოდ იწევს..

საქმე იმაშია, რომ ფეხბრუთელის გარემოცვიდან გამოსული ცნობების თანახმად, იტალიელ შუახაზელს უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე უშუალოდ ნერიაძურის წევრები ესაუბრებიან და თითქოს ახლოს არიან პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან.

საუბარი მიდის 5 წლიან შეთანხმებაზე და სეზონში სანდრო ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა სხვადასხვა საბონუსე სისტემის ჩართვით ეს ციფრი 7-8 მილიონამდე გაიზრდება.

თუმცა, გადამწყვეტი ამ საკითხში არა ანაზღაურება, არამედ საქმისადმი მიდგომაა რომელსაც ინტერი იჩენს..

ანტონიო კონტესთვის ტონალი პრიორიტეტული ფიგურაა და ჯუზეპე მაროტას დახმარებით ტონალიმ ეს ძალიან კარგად იგრძნო.

რა ხდება ამასობაში ტურინში? ჯერჯერობით სიჩუმეა.. ბუნებრივია ფაბიო პარატიჩი სიტუაციას მშვიდად არ დაელოდება, მაგრამ დრო გადის და იუვეზე ნამდვილად არ მუშაობს.

პარალელურად მასიმო ჩელინო მინიმუმ 50 მილიონს ითხოვს.. იუვეს დღეისათვის 30+5 მილიონს თავაზობს, ხოლო ინტერი 35+5 მილიონს..

ლეანდრო პარედესი – არგენტინელი შუახაზელი, რომელსაც იტალიის მოქმედ ჩემპიონებს, ჯერ კიდევ მაშინ უკავშირებდნენ როდესაც ფეხბურთელი რომას ღირსებას იცავდა.

მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.. ლეანდრო ჯერ ზენიტში გადაბარგდა, ხოლო შემდეგ პსჟ-ში ამოყო თავი..

დაირხა ხმები რომ ბარსელონასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ბიანკონერი ბარტერის განხორციელებას ფრანგებთან ეცდებოდა..

პარიზელები წინააღმდეგები არ იყვნენ, მაგრამ ამჯერადაც იუვენტუსსზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.. მას მოწონს ლიგა 1, გუნდი, გულშემატკივრები და ატმოსფერო.. ასე რომ იტალიაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

განსხვავებული სიტუაცია არის ემერსონ პალმერის შემთხვევაში..

მაურისიო სარის ყოფილი შეგირდის ხილვა სურს და პარატიჩიც ცდას არ აკლებს.. როგორც ირკვევა ლონდონელები დათანხმდნენ ტრანსფერს, თუმცა იტალიელებს 20 მილიონის გადახდა მოუწევთ.. 

თუ ფაბიო მატია დე შილიოს ამ თანხაში გასხვისებას მოახერხებს, მაშინ პრობლემა გადაიჭრება..

სხვათაშორის აპენინელ მცველს მსურველები არ აკლია, მაგრამ 20 მილიონს რამდენად გადაიხდიან სხვა ამბავია.

გუშინვე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომ მაურო იკარდის თაობაზე ინტერმა მოახერხა პსჟ-სთან შეთანხმება..

დღეს, კი უკვე ფაქტიურად ოფიციალურად ადასტურებენ, რომ იკარდი ფრანგების სრულფასოვანი ფეხბურთელი 57 მილიონის სანაცვლოდ გახდა.

არის მოსაზრება, რომ თუ პარედესის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაშინ ტურინელები პიანიჩის სანაცვლოდ სწორედ იკარდის მოითხოვენ.. 

ფედერიკო კიეზა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, აქედან გამომდინარე იუვე რისი იუვეა თუ ალტერნატიული ვარიანტი არ ექნება..

ასეთი კი კოტ’დიუვარელი ჯერემი ბოგოა, რომელიც დღეისათვის სასუოლოს რიგებში ირჯება. მიმდინარე სეზონში მარცხენა შემტევმა 24 შეხვედრაში 8 გოლის და 4 საგოლე გადაცემის მითვლა მოასწრო.

თუმცა, მოლაპარაკებებს ის ფაქტი გაართულებს, რომ სასუოლომ მოთამაშე ჩელსიდან 2.5 მილიონად დაიმატა და არისტოკრატებს კონტრაქტის საფუძველზე მისი კონტრ გამოსყიდვა შეუძლიათ.

ჯერჯერობით პროცესი მოთელვის სტადიაზეა, მაგრამ თუ იტალიურ წყაროებს დავუჯერებთ სარის მოწონს ფეხბურთელი და ხელმძღვანელობა ეცდება პროცესის დაწყებას.

ჩელსის და იუვენტუსის საგა მხოლოდ ამით არ სრულდება.. მაშინ, როდესაც აპენინელები ვილიანის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებაზე მუშაობენ, გაჩნდა კიდევ ერთი იდეა..

ბრაზილიელის მსგავსად პრემიერ ლიგის ბინადართა რიგებში თავის უკანასკნელ სეზონს ესპანელი პედროც ჩაატარებს..

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ფაბიო პარატიჩი მის გაფორმებას ასევე განიხილავს, თუ მხარეებმა ანაზღაურების თაობაზე შეთანხმების მიღწევა მოახერხეს..

ინიციატორი კვლავინდებურად იუვეს თავკაცია, რომელიც ენდობა პედროს, ხოლო ესპანელი სარის.. ასე რომ..

გონსალო მონტიელი – დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი, რადგან რივერ პლეიტის ფორვარდის მიმართ ახლა ძალიან დიდი ინტერესი სუფევს.

დიახ, ეს ის ფეხბურთელია რომელიც გონსალო იგუაინის შესაძლო სატრანსფერო საკითხში ფიგურირებდა..

პრემიერ ლიგის და ესპანური ფეხბურთის გრანდები სიტუაციას დეტალურად აკვირდებიან.. რივერს აუქციონის იმედი აქვს, თუმცა იუვენტუსი და რომა ასევე ახლოს არიან..

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x