იტალიური მედია:”სტორარი იუვეში ბრუნდება”
იტალიური გამომცემლობების მტკიცებით მარკო სტორარი იუვენტუსის რიგებში ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ აპენინელმა კარის დარაჯმა ტურინში 2010-დან 2015 წლამდე იასპარეზა. მის ანგარიშზე 64 შეხვედრა ფიქსირდება.
43 წლის მარკომ კარიერა 2018 წელს დაასრულა და იუვეს რიგებში ბუნებრივია არა როგორც მეკარე, არამედ ერთ-ერთი მაღალ-ჩინოსნის როლში ბრუნდება.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ფუნქცია ექნება კლუბში, თუმცა სხვადასხვა პრეს-რელიზში მითითებული არის როგორც ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი..
საქმე იმდენად წინ არის წასული, რომ უახლოეს პერიოდში ცნობები ოფიციალურ დონეზე დადასტურდება.