ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

გთავაზობთ იუვენტუსსთან დაკავშირებით გასული 24 საათის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს:

როკო კომისო არ აპირებს ფედერიკო კიეზაზე რაიმე სახის ფასდაკლების გაკეთებას.

ფიორენტინას საერთოდ არ სურს მისი გასხვისება და მიუხედავად პანდემიდან გამოწვეული კრიზის, იტალიელი შემტევის შენარჩუნებას მაქსიმალურად ეცდება.

სხვა მხრივ, თუ ფეხბურთელი კატეგორიულად გადაწყვეტს, რომ კლუბის დატოვება სურს, მაშინ იები მზად არიან 70 მილიონიანი წინადადების მოსასმენად.. ნაკლებზე ავტომატური უარი იქნება.

– სატრანსფერო ბაზარზე ჩელსი საკმაოდ აქტურია.. ტიმო ვერნერის შემდეგ, ინგლისელები ახლოს არიან კაი ჰავერცის გაფორმებასთან..

ამასთანავე გუნდს დიდი ალბათობით ემერსონ პალმერი და მარკოს ალონსო დატოვებენ.. ერთ-ერთ ფლანგელად კი ბიანკონერის სამიზნე კურზავა ყავთ შეგუებული..

თუმცა, აქ საინტერესო ის ფაქტია, რომ ბოლო ხანებში პალმერის ისევ და ისევ იუვეს უკავშირებდნენ.. შესაბამისად, თუ კურზავასთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, ტურინელებს პალმერის ხელში ჩაგდება არ უნდა გაუჭირდეთ.

– Daily Mail -ის მტკიცებით პოლ პოგბას და იუვენტუსის საგა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

ზემოთხსენებული წყაროს მტკიცებით, პრემიერ ლიგის ბინადრებს აარონ რემზის თავისთან ხილვა სურთ. შესაბამისად, იუვენტუსმა შესაძლოა ამ ფაქტით ისარგებლოს და თანხასთან ერთად უელსელის სატრანსფერო უფლებების გაიღოს.

დანიელე რუგანი სატრანსფერო ბაზარზეა.. ფაბიო პარატიჩის გარკვეული თანხის მოძიება გაყიდვებიდან სურს.. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი კი იტალიელი ცენტრალური მცველია..

ტურინელებს იმედი აქვთ რომ 30-35 მილიონს გამოიმუშავებენ, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი კლუბი არ ჩანს, რომელიც ამ შესაძლებლობას როგორც პირდაპირ ინვესტიციად ისე უყურებდეს.

მირალემ პიანიჩის და არტურ მელოს საგა ჯერ კიდევ დღის წესრიგში დგას..

კატალონიური და ტურინული მხარე აქტიურად მუშაობს ამ გარიგების დახურვაზე. ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავინდებურად ბრაზილიელი ნახევარმცველი რჩება.

თუ ამ ცდამაც არ გამოიღო შედეგი, მაშინ ასპარეზე პსჟ და მისი სპორტული დირექტორი ლეონარდო დაბრუნდებიან. ფრანგები ბოსნიელის სანაცვლოდ ტურინს ლეანდრო პარედეს თავაზობენ.

– ბოლო ხანებში ჰუსემ აუარი უფრო და უფრო უკავშირდება იუვენტუსს.. 

ლიონის შუახაზელის მიმართ ინტერესი ერთი წლის წინ დაიწყო, ახლა კი კონკრეტულ სახეს ღებულობს.

თუმცა, ჟან მიშელ ოლა (ლიონის პრეზიდენტი) არ აპირებს 50 მილიონზე ნაკლებად მის გასხვისებას. ბიანკონერი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და შესაძლოა საქმეში კრისტიან რომეროს უფლებებიც ჩართოს, რომელიც ახლა ჯენოაში არენდის წესით იმყოფება.

რიკარდო ორსოლინის ბედი ისევ გაურკვეველია..

იუვენტუსსა და ბოლონიას შორის ჯენლტმენური შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმადაც სეზონის ბოლოს ტურინს აპენინელის გამოსყიდვა 25 მილიონად შეუძლია.

თუმცა, ორსოლინიმ იმდენად პროდუქტიულად იასპარეზა, რომ მისი ფასი ახლა მკვეთრად მაღალია და ბოლონიას ხელმძღვანელობა აჩარებას არ აპირებს.

“საერთოდ არ გვაქვს იმის საჭიროება, რომ რიკარდოს შეველიოთ.. თუმცა, სატრანსფერო ბაზარზე 100%-ით დარწმუნებული ვერაფერში ვიქნებით.. თუმცა, პირობები ყველასთან ინდივიდუალურად შეთანხმდება”- განაცხადა კლუბის მაღალჩინოსანმა.”

ტომას პარტიე იუვენტუსის და ინტერის სამიზნეში უკვე დიდი ხანია რაც მოხვდა.

ატლეტიკოს ნახევარმცველი დიდი პოპულარობით სარგებლობს და სხვადასხვა წყაროს ცნობით, დღეისათვის პრემიერ ლიგის გუნდებმა იტალიელებს აჯობეს კიდევაც..

პარტიეს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, მის მსურველ კლუბს 50 მილიონად შეეძლება განელის ხელში ჩაგდება..

იუვე სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, რადგან ნახევარმცველებთან დაკავშირებით პრიორიტეტში სხვა ფეხბურთელები ყავს, მაგრამ საჭიროებისამებრ არაა გამორიცხული მომენტალურად გადმოერთოს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x