პაოლო პაგანინი:”პოგბა და იუნაიტედი ვერ თანხმდებიან”
იტალიელი სპორტული ჟურნალისტი პაოლო პაგანინი, რომელიც სატრანსფერო საკითხების ექსპერტად სახელდება – პოლ პოგბას თემაზე მცირე კომენტარს გვიზიარებს:
“ფრანგ ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობასთან, საერთო ენის გამონახვა ძალიან უჭირს.
შესაბამისად ამ ეტაპზე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი გადაჭარბებულია..
მართალია ინგლისურ გრანდს მისი გასხვისება არ სურს, მაგრამ საქმე უკიდურესად გართულებულია.
ვარიანტი, რომლის თანახმადაც შუახაზელს პაულო დიბალას სანაცვლოდ დათმობენ, რეალობას შეესაბემება, თუმცა საქმე არცთუ ისე მარტივად არის.
თავად ტურინს არ სურს არგენტინელის გასხვისება და აქედან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია მხარეებმა საერთო ენა გამონახონ.”
თუმცა საიმისოდ ფინანსების მოძიება დაჭირდება ტურინს ან უკეთეს შემთხვევაში რომელიმე ფეხბურთელის(კოშტა,რამსეი) ტრანსფერში ჩართვა..
პირლოს ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს..