ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯოვანი კობოლი ჯილი:”იმედია სარი დაივიწყებს რომ იუვეს წვრთნიდა”

ჯოვანი კობოლი ჯილი

ჯოვანი კობოლა ჯილი – იუვენტუსის პრეზიდენტი შავ პერიოდში, როდესაც გუნდი მწვერვალზე დაბრუნებას გეგმავდა..

სხვათაშორის არაერთხელ გაუკეთებია მკვეთრი განცხადება და არც ამჯერად მორიდება ვინმეს:

მაურისიო სარის გუნდიდან წასვლა იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამ ადამიანის მიმართ დაუფარავი ანტიპატია გამაჩნია..

იმედი მაქვს ერთ მშვენიერ და ლამაზ დღეს საერთოდ დაავიწყდება, რომ იუვენტუსს წვრთნიდა და მასთან ერთად სკუდეტო მოიგო..

ანდრეა პირლოს დანიშვნა იყო მამაცური ნაბიჯი ისეთ პერიოდში, როდესაც კლუბს 350 მილიონიანი დავალიანება გააჩნია..

ძალიან რთული დრო დადგა.. კოვიდმა სიტუაცია გაუსაძლისი გახადა და მიუხედავად ამისა, ანდრეა ანიელი ქებას იმსახურებს!

მე ნამდვილად არ ვიცი დღეისათვის ჩემპიონთა ლიგაზე ვინ რას და როგორ დააფინანსებს, მაგრამ რთულ გარემოსთან რომ მოუწევთ კლუბებს ცხოვრება აქედანვე ნათელია..

იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკა? მათ დეიან კულუსევსკი დაიმატეს.. არტური.. შარშან მატეის დე ლიხტი.. აპირებენ სამი ხედირას გაშვებას და უკვე დაემშვიდობნენ მირალემ პიანიჩსა და ბლეზ მატუიდის.. ფეხბურთელებს, რომლებმაც ამოწურეს თავი..

ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, კლუბი სწორ სვლებს აკეთებს და ახლა მთავარია ახლებმა თავი არ შეირცხვინონ.

პაულო დიბალა? თუ ოდესმე გაყიდიან 100 მილიონზე ნაკლებად არ უნდა მოხდეს, რომ დიდი ვალის შემცირება მაინც შეძლონ.. 

სხვა მხრივ თუ ლუის სუარეს და სხვადასხვა ფიგურებს 10 მილიონს უნიშნავ ანაზღაურებას, მაშინ იგივეს ლა ჯოია რატომ არ იმსახურებს?”

5 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x