ანიელი:”არ მჯერა, რომ ნაპოლის ქალაქის დატოვება აუკრძალეს”
გუშინდელმა დღემ ტურინში საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, არადა ნაპოლისთან დაპირისპირების დროს ასეთი რაიმე იშვიათია.
მიზეზი ისევ და ისევ ვირუსია, რომლის გამოც ნაპოლიმ ვერ მოახერხა ტურინში ჩასვლა, თუმცა ანდრეა ანიელის ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება გააჩნია:
“აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ ყოველი ჩვენთაგანი ვალდებულია პროტოკოლს ზედმიწევნით გაუყვეს..
თუ ჩვენ არ დავიცავთ წესებს, გამოდის რომ საზოგადოება კლუბების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ დააყენებს, რაც პირდაპირ მოქმედებს ამა თუ იმ ორგანიზაციის იმიჯზე.
ლეგა სერია ა-ს მიერ დამოწმებული რეგლამენტიდან გამომდინარე, მატჩი არ გადაიდება იმ შემთხვევაშიც თუ კი COVID-19 -ის ტესტი მატჩის დღეს თუნდაც ორ ფეხბურთელს დაუფიქსირდეს.
წესებში ყველაფერი გარკვევით არის გაწერილი და მას ზედმიწევნით მივუყვებით.
დიახ, ჩვენთანაც დაფიქსირდა ორი შემთხვევა, თუმცა კლუბმა ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა და თვითიზოლაციაში მოექცა, ხოლო შემდეგ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყო.
სიმართლე გითხრათ არ მჯერა, რომ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ნაპოლის ქალაქის დატოვება აუკრძალა.. საერთოდაც, თუ კლუბი ითვალისწინებს ლეგა სერია ა-ს პროტოკოლს, მაშინ უმჯობესი იქნება თუ ისინი ამ თემაში არ ჩაერევიან.
უნდა შეიცვალოს თუ არა პროტოკოლი? ამ კითხვით თქვენ ახლა არასწორ ადამიანს მიმართეთ..”
სუ მკიდია არ მოვიდნენ და თავიანთ თავს დააბრალონ!
მინდოდა ბრძოლაში დაგვემარცხებინა ნეაპოლელები
და რა მოხდა საერთოდ მოგება ჩაგვეთვალა თუ გადაიდო რათქმა უნდა მეგობარო რაც თქვი თავისთავად ისეთი მოგება ჯობია