ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ანდრეა პირლოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით შედგა. იუვენტუსმა ალვარო მორატას დუბლით სტუმრად კიევის დინამო დაამარცხა და სამი ქულა გაიფორმა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – ბევრი საქმე არ ქონია, თუმცა ყურადღებით მოქმედებდა და რაც მთავარია გამოსვლებზე უშეცდომო იყო.

დანილო – 6 – სამ მცველიანი სქემა რომელიც ოთხ მცველიანში იცვლებოდა სიტუაციიდან გამომდინარე. იგი ყურადღებით მოქმედებდა, მაგრამ კიელინის მოედნიდან გასვლის შემდეგ, უფრო მეტად დაცვაზე იყო ორიენტირებული.

ბონუჩი – 6 – ახლა მას უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. კარგად ხელმძღვანელობდა გუნდს უკანა ხაზიდან.

კიელინი – 6 – ჩვეული საბრძოლო სულისკვეთება და მოედნის დატოვებამდე უშეცდომო იყო.

დემირალი – 6 – 19 წუთიდან – სურს დაამტკიცოს ტრავმის შემდეგ, რომ ჩვეულ ფორმაში იმყოფება. ჩვეული ცივსისხლიანობით მეტოქეს გასაქანს არ აძლევს.

კუადრადო – 6.5 – მნიშვნელოვანი საღამო.. იწყებს როგორც მარჯვენა ფლანგზე უფრო შემტევ ფორმაციაში მყოფი, მაგრამ კიელინის ტრავმიდან გამომდინარე ქვემოთ უწევს ყოფნა და ზონების დაკეტვა. მეორე ტაიმის მიწურულს აკეთებს გამოზომილ საგოლე გადაცემას მორატაზე.

ბენტანკური – 6 – მისთვისაც რთული საღამო გამოდგა. იწყებს ნერვიულად, მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო აკონტროლებდა მატჩის სადავეებს. პირლოს მისი სახით ცენტრში, წესით საიმედო კადრი უნდა ყავდეს.

არტური – 6 – 79 წუთიდან – ეცადა იუვენტუსის შუახაზში თამაშის დამშვიდებას, რაც პერიოდულად გამოსდიოდა კიდევაც.

რაბიო – 6 – არ იყო ჩვეულად აგრესიული.. მცირეოდენი შეცდომებიც ქონდა, მაგრამ საერთო ჯამში საკუთარი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.

კიეზა – 7 – კროტონესთან წითელი ბარათი უკვე წარსულს ჩაბარდა. მისი დებიუტი ლიგაზე წარმატებული გამოდგა! შეიძლება თამამად ვთქვათ რომ საკუთარ ფლანგზე ცეცხლი დაანთო და მეტოქეს სისხლი გაუშრო. მის აქტიურობას მოყვა პირველი ბურთი.

რემზი – 7.5 – იმ შემთხვევაში თუ კი უელსელი ტრავმის გარეშე გააგრძელებს და მაშინ იუვენტუსი მისი სახით ხარისხს მეტად აიმაღლებს. ჭკვიანური სვლები ზონებს შორის და იდეალური გადაცემა ქუსლით კულუსევსკიზე.

ბერნარდესკი – 6 – 79 წუთიდან – მატჩის მიწურულს როდესაც კიევმა ზეწოლა გაზარდა, თანაგუნდელებს დაცვით ასპექტში აქტიურად ეხმარებოდა.

მორატა – 8 – რონალდუს არყოფნაში გუნდის ლიდერობა წინა ხაზში საკუთარ თავზე აიღო და მიზანს პროდუქტიულად მიუყვება. ორი გოლი და მუდამ სახიფათო.

კულუსევსკი – 6 – ცდილობდა პირველსავე წამებიდან სახიფათო ყოფილიყო, თუმცა შეუძლებელია მარტომ ყველა და ყველაფერი მოიტოვო უკან. პირველ გოლში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის.

დიბალა – 5.5 – 55 წუთიდან – შორს არის იდეალური ფორმისგან, თუმცა დიბალას ხარისხის შექმნა ყოველთვის შეუძლია.

პირლო – 7 – გასულ მატჩთან შედარებით ეს იყო კარგი დაპირისპირება, სადაც გუნდმა აჩვენა ხასიათი და გამოიყურებოდა საიმედოდ.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 years ago

ბრავო კიეზა,ჰიპერ აქტიური ბიჭუნა..მორამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საშემსრულებლო კლასი,რამსეი პროდუქტიული,ანალოგიურად კუადრა..არტურს შეუძლია მოკლე და გამოზომილი პასებით თანაგუნდელების მომარაგება(იდეაში კიდევ მოუმატებს)დემი გიჟია..მთლიანობაში დამსახურებელი გამარჯვება..ერთადერთი უსიამოვნო ეპიზოდი კაპიტნის ტრავმა გახლდათ,იმედია არაფერი სერიოზული..

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x