რონალდუ:”კრიშტიანო დაბრუნდა და ეს მთავარია”
კრიშტიანო რონალდუს დახმარებით იუვენტუსმა სტუმრად სპეციას დამარცხება მოახერხა.
პირველ ნახევარში ალვარო მორატას გოლს, მასპინძლებმა მალევე უპასუხეს.. შესვენების შემდეგ კი საქმეში პორტუგალიელი ჩაერთო და ტურინელებმა მეტოქე 4-1 დაამარცხეს:
“ეს იყო რთული პერიოდი, რადგან ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მყოფი შინ ვიჯექი.
საბედნიეროდ კრიშტიანო დაბრუნდა და ეს ყველაზე მთავარია!
დავუბრუნდი იმ საქმის კეთებას, რომელიც ძალიან მიყვარს – ფეხბურთის თამაშს.
თუმცა, მოდუნების უფლება არ გვაქვს.. არის ასპექტები, რომელიც დასახვეწია და მუშაობას მოითხოვს.
წლევანდელი ჩემპიონატი მეტად კონკურენტუნარიანია.. მილანი, ნაპოლი და ინტერი შედეგიანად ირჯებიან და ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს.”