ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია ნახევარმცველებთან დაკავშირებით – სატრანსფერო ციებ-ცხელება

პორტუგალიური მედიის მტკიცებით უახლოეს პერიოდში ბენფიკას რიგები შესაძლოა ჯულიან ვაიგლმა დატოვოს.

25 წლის შუახაზელმა ვერ შეძლო დორტმუნდის დატოვების შემდეგ პორტუგალიაში ადაპტაცია და ახლა სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

იუვენტუსი ერთ-ერთ აქტიურ ვარიანტად სახელდება, თუმცა კონკურენტების სახით ინტერი და მილანიც ფიგურირებენ.

იმ შემთხვევაში თუ ფინანსურმა მხარემ პრობლემები არ შექნა, შესაძლოა გერმანელმა ტურინში თავი იანვარშივე ამოყოს.

კიდევ ერთი ნახევარმცველი რომელსაც შავ-თეთრებს უკავშირებდნენ ლეანდრო პარედესია..

არგენტინელი სერია ა-ში დაბრუნებასთან მართლაც ახლოს არის, მაგრამ ბოლო ცნობებით მისი გაფორმების უკეთესი შანსი ინტერს გაუჩნდა.

მილანელები მზადყოფნას გამოთქვამენ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ კრისტიან ერიქსენი დათმოს, რაზეც პარიზელებისგან თითქოს თანხმობა ფიქსირდება..

ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.. ტურინი ამასობაში სიტუაცია ყურადღებით აკვირდება.

და ბოლოს ნახევარმცველების თემა ამ დროისთვის, რომ ამოვწუროთ სამი ხედირას ინტერვიუს გთავაზობთ, რომლის ტურინიდან წასვლაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იწერებოდა:

“ჩემს მომავალს იტალიიდან შორს ვხედავ.. ინგლისური ატმოსფერო ყოველთვის მომწონდა.. 

ჟოზე მოურინიო არის პირდაპირი პიროვნება, რომელიც შემოვლით გზებს არ ირჩევს.. სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად, თუმცა იგი ერთადერთი თავკაცი არ არის, რომელთანაც მუშაობას განვაახლებდი.”

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამი ტურინს იანვარშივე დატოვებს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve 92
juve 92
3 years ago

ლოკატელი იყიდონ ყველას ჯობია

batumski
batumski
3 years ago

პარედესს რაც შეეხება ტურინი ჯერ კიდე მაშინ ინტერესდებოდა როცა ფეხბურთელი სანკტ-პეტერბურგის ზენიტის ღირსებას იცავდა..იდეაში ურიგო ვარიანტი არც ეგაა..

batumski
batumski
3 years ago

ვაიგლი მომწონს..დორტმუნდში ბურთაობისას ასე ჩანდა..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

საინტერესო იქნება რა მოხდება აქ

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x