მედია:”ხედირა კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს”
მართალია სამი ხედირამ დიდი ხანია უკვე გუნდთთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშობს და როგორც იტალიელი ჟურნალისტები იტყობინებიან, საკმაოდ კარგ ფორმაშიც იმყოფება, მის გამოყენებას ანდრეა პირლო მაინც არ აპირებს.
აქედან გამომდინარე, მისი წასვლა იანვარში პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია და თუ ინგლისურ მედიას დავუჯერებთ, ამ მხრივ ერთი გუნდი დაწინაურდა კიდევაც.
საუბარი პრემიერ ლიგის ბინადარ ევერტონს ეხება, რომელსაც იტალიელი კარლო ანჩელოტი წვრთნის..
მასთან ერთად ხედირას ჯერ კიდევ რეალში აქვს ნამუშევარი და პაპა კარლოს დიდი იმედი აქვს, რომ გამოცდილ შუახაზელს ზამთარში უფასოდ დაიმატებს.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ხედირამ თავად დააფიქსირა სურვილი ძალების ნისლიან ალბიონზე მოსინჯვაში და აქედან გამომდინარე, ამ ვარიანტის განვითარებას დიდი შანსი აქვს.
ხედირას ტურინელთა რიგებში, ჯამში 145 შეხვედრა აქვს გამართული და 21 გოლი აქვს გატანილი.
ახლებმა ჯერ დაამტკიცონ და მერე დააყენონ სასტავში მაგრამ აქ ყველაფერს პირიქით აკეთებენ.ტიპი იმენა გააქრეს ნაღდად არ იმსახურებს ამას.ესენი ბენტანკურსაც გააფუჭებენ. დარწმუნებული ვარ ბევრი უცნაური რამე ხდება რასაც საქვეყნოდ არავის არ ეტყვიან. ეს ვითომ 4-4-2 რა უბედურებაღაა ვინ სად დგას ნახევარდაცვაში დააკვირდით :D
კარგი ფეხბურთელია და რას ჯიუტობს პირლო არ მესმის. წავა და წავიდეს ღმერთმა ხელი მოუმართოს მარა სანამ ჩვენთანაა ათამაშოს არტურს და მაკკინს აღარ ჯობს.
რთულია დათანხმება თუმცა კარგი ნამდვილად არის თან გერმანული მებრძოლი ხასიათი
წარმატება