ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ხვალ ჩვენი დროით 0:00 -ზე ერთმანეთს იუვენტუსი და კიევის დინამო დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომლის განმავლობაშიაც ანდრეა პირლოს სხვადასხვა საკითხზე მოუხდა პასუხის გაცემა:

“არ მიმაჩნია რომ ბენევენტოსთან შეხვედრის შემდეგ რაიმე გადაჭარბებული ვთქვი. ბიჭებს ვუთხარი, რომ გამარჯვებისთვის მეტი ნებისყოფა უნდა გამოიჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სტაბილურობასთან სულ პრობლემები გვექნება.

საერთო ჯამში მე მჯერა მათი და მჯერა, რომ ბოლომდე გამომყვებიან. ეს არის ახალი გუნდი, ახალი მწვრთნელით და ახალი საფეხბურთო ხედვით, რომელსაც წინ უძღვოდა პატარა მოსამზადებელი პერიოდი..

მათ უნდა იგრძნონ ერთმანეთი მოედანზე.. უნდა შეისწავლონ გადაადგილება უკეთესად და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

რიგ მატჩებში მეტ ცივსისხლიანობას ველი. შედეგი უნდა იყოს სტაბილური.. ცუდია, როცა იმსახურებ გამარჯვებას და ვერ აღწევ.. მაგრამ ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ შეხვედრას.. 

პაულო დიბალა რომ უფრო მეტად მიუახლოვდეს საჯარიმოს? სრულებით ბუნებრივია, როდესაც მსგავსი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი სიღრმეში იწევა.. მაგრამ ის აქ არ უნდა დაიკარგოს.. მუდამ ერთი და იმავეს ვეუბნები, რომ კონკრეტულ ზონებში იასპარეზოს..

საქმე იმაშია, რომ სიღრმეში უფრო მეტ სირთულეს განიცდის.. მეტი ბრძოლა უწევს და შედეგად ენერგიასაც მეტს ხარჯავს.. ამიტომაც მიმაჩნია, რომ კიევთან სასტარტოში ალვარო მორატა იქნება, ხოლო არგენტინელი ტურინული დერბისთვის მოემზადება.

დეიან კულუსევსკი ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები, განსაკუთრებულ პერიოდს გადიან.. ამ პერიოდში ბუნებრივია აღმასვლა და დაღმასვლა.. ეს გზა ყველამ გაიარა და მინდა გითხრათ, რომ მათი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ.

დეიანის პოზიცია არც მომავალში შეიცვლება.. იგი შემტევი ნახევარმცველია და ამ როლში გააგრძელებს თამაშს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve 92
juve 92
3 years ago

პირლო ვერ ჩამოყალიბდა ნახევარდაცვაში ვინ დააყენოს. მთაარი პრობლემა ნახევარ დააცვა.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მეგობრებო პირლოს თუ არ ინდობთ გასაგებია მარა საკუთარი გუნდი ცოტა ხანი მაინც დავინდოთ რა იცი რას შვებიან ახალი თვიდან

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

გეთანხმები შეიძლება ცოტას ვაზვიადებდეთ ჩემი ჩათვლით :) უბრალოდ ეგაა რო უადვილესი კალენდარი გვაქვს და რა გუნდებთან ვკარგავთ ქულებს.იმდენად ერთფეროვნები გავხდით მორატას და რონალდოს გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია იუვე.

maradona73
maradona73
3 years ago

ეხლა ბიჭებო ტელეფონზე სპეციალურად ვერ მოვუყვები ვინმეს ჩემს ემოციებს რაც განვიცადე ამ წუთას. მინდა აქ დავწერო და შედარებით ახალგაზრდა ტაობამ რომ წიკითხოს განსაკუთრებით. ეს დღეები სულ ვცდოლობდი შემეკავებინა ემოციები მარადონას გარდაცვალებასთან დაკვშირებით, შეგნებულად ვარიდებდი თავს ბევრ ვიდეოს და ინფორაციას, გული ჩამაწყვიტა მისმა სიკვდილმა. შემთხვევით იუთუბზე (რაღც სიმღერას ვეძებდი) გაჩითა 86 წლის არგეტინა-ინგლისის ნახევრფინალის 10 წუთიანი ძირითადი მომენტები. ხელახლა განვიცადე, რაც პირველად 12-13 წლის ბიჭმა განვიცადე და მერე მრავალჯერ, დიდი აღფრთვანება და ამასთან ერთად დიდი გულისტკივილი რომ ასეთი ადამიანი გამოაკლდა საფეხბურთო სამყაროს. ამ თამაშს წინ უძღვოდა ფოლკლენდის კუნძულებისთვის (სამხრეტ ამერიკა, არგენტინასტან) ომის წაგება არგენტინას მიერ ინგლისის წინააღმდეგ. ამიტომ ეს თამაში არგენტინელებისთვის… Read more »

maradona73
maradona73
3 years ago

ამათ უნდათ ეხლა ქეცბაია ტრენერად, სულ გინებაში რომ ამოხადოს სული )))

ეხლა ვქიქრობდი, ბეტანკურს და ვალვერდეს (რეალი) ვადარებდი. ორივე ურუგვალეია და ერთი პლეადაა.

რატომ ვერ ვითარდება ბეტანკური და ვალვერდეს რამხელა პროგრესი აქვს?

პასუხი ნატელია, იმიტომ რომ გვერძე ტამაშობენ კროოსი, მოდრიჩი და კაზემერო.

ამათ კიდევ საბავშვო ბაღი გაჩიტეწს ცენტრში, რომელიც გადამწყვეტია ძლიერ მოწინააღმდეგესთან.

ისე აღარ მახსოვს რომელი წელი იყო, ნორვეგია რომ თამაშობდა დაცვიდან შეტევაზე ნავესებს და ბევრი გრანდი გაამწარა, ნახევრდაცვა არ ჭირდებოდათ ტიპებს )))

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  maradona73

თან ხშირად მწვრთნელების ცვლა კარგს არაფერს მოგვიტანს.ყველა მწვრთნელს თავისებური წიკები აქვს.შეიძლება ისინი რომლებიც ეხლა სკამს ხეხავენ ძირითადის ფეხბურთელებად იქცნენ ახალი მწვრთნელის ხელში და ასე ყოველ წელს სულ შენებაში ვიქნებით და მთავარ ბირთვს ვერასდროს შევკრავთ.ფეხბურთელებს საერთოდ ვერ აფასებს იუვე მგონი ეგ ყველამ ვიცით.წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ველოდებით იმ მომენტს თუ როდის გავხდებით ძირითადის კაცი და გუშინწინდელ მოთრეულს რო სასტავის კაცად აქცევ და შენ კიდე ზამენაზე გადუღებენ.თუ ბენტანკურს ან ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს აქვს რამე დასამტკიცებელი მაშინ ახლებზეც იგივე შეიძლება ითქვას.გახსოვს განსაკუთრებით პირველ მატჩებში ტიპმა რა სასტავი გააძრო ყველანი პირღია რო დაგვტოვა მაკენიო რემსი რომელიც სუ სკამს ხეხავდა ეს ფრაბოტაც საიდან მოთხარა.ამ პირლოს როგორც… Read more »

maradona73
maradona73
3 years ago

მართლა მეცოდება პირლო, რაც ცუდ პონტში გაიჩითა.

1-2 თამაშს ხანდახან გამოანათებს ალბათ, მაგრამ ამისგან სტაბილურ შედეგს ველოდეთ, გამორიცხულია.

მვრთნელობის სტაჟს რომ თავი გავანებოთ, ინტერვიუებშიც ეტყობა რომ თავისი ნათქვამის თვითონაც არ სჯერავს.

ნეტავ ვცდებოდე და …

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x