ფედერიკო კიეზა:”მწვრთნელს საინტერესო იდეები აქვს”
ფედერიკო კიეზამ საკუთარი სადებიუტი გოლი იუვენტუსის რიგებში, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში კიდევის დინამოს წინააღმდეგ გაიფორმა.
იტალიელი ბედნიერი იყო აღნიშნული ფაქტით და აცხადებს, რომ მთვარ მწვრთნელს საინტერესო იდეები აქვს:
“საწვრთნელი სესიის დროს, ასეთი სტილის მოძრაობებს ხშირად ვასრულებ. გოლით უდაოდ ბედნიერი ვარ!
მწვრთნელს საინტერესო იდეები აქვს.. სურს, რომ შეტევაში თამამად მივდიოდეთ, ვიტანდეთ გოლებს და თამაშის ბედს ვწყვეტდეთ.. ერთი სიტყვით თანამედროვე სტილში ასპარეზობა.
ჩემი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ შევაჩერო. უნდა ვეცადო ვაკეთო ის რაც ძალიან კარგად გამომდის და ასევე რასაც მწვრთნელი ითხოვს.”
მაგრად მომწონს ეს ფეხბურთელი დააკვირდით როგორ უხარია როდესაც რაღაც კარგს აკეთებს მოედანზე.ეტყობა რო მოტივირებულია.
კარგი იყო ნამდვილად
კმაყოფილი ვარ კიეზათი..