იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტო ბარსელონას წინააღმდეგ
დღეს, 0:00 -ზე ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მე-6 სათამაშო დღეს ბარსელონა იუვენტუს უმასპინძლებს.
ორივე კლუბმა ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობა, თუმცა ამ შეხვედრაში გადაწყდება რომელი მათგანი დაიკავებს პირველ პოზიციას.
- ბუფონი სასტარტოში
- პრობლემები დაცვაში
- ტაქტიკური ნიუანსები
- რემზის პოზიცია
ტრადიციულად გთავაზობთ ტურინელთა საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას.
სანამ ჩამოთვლაზე გადავიდოდეთ, ორი რამ უნდა აღვნიშნოთ სასტარტოსთან დაკავშირებით – პირველი ეხება ჯანლუიჯი ბუფონს რომელიც მინდორზე დიდი ალბათობით პირველსავე წუთებიდან გამოჩნდება.

მეორე კი მატეის დე ლიხტს.. ჰოლანდიელს ანდრეა პირლოს თქმით ბევრი მატჩი დაუგროვდა და კატალონიაში დასვენების საშუალებას მიცემენ.
ტაქტიკური სქემა რაც ამ ეტაპზეა მოცემული 4-4-2 -ს გარშემო არის.. თუმცა აარონ რემზის პირობითად ყოფნა მარცხენა ფრთაზე, ყველას კარგად მიზეზი.. შეტევაში უელსელი ტრეაკუარტისტაზეა, ხოლო დაცვით მანევრირებაში მარცხენა მცველთან ერთად კეტავს საკუთარ ზონას.

კარის დარაჯზე უკვე მოგახსენეთ.. ახლა გადავიდეთ დაცვის ხაზზე:
მარჯვენა ფრთაზე ხუან კუადრადო.. შეუცვლელი კოლუმბიელი, რომლის ორმა ზუსტმა გადაცემა ტურინულ დერბიში იუვეს გამარჯვება მოუტანა.
ცენტრალურ დუეტს ლეონარდო ბონუჩი და დანილო შეადგენენ. მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო გაირჯება.
შუახაზში მარჯვენა ფლანგზე ფედერიკო კიეზას უნდა ველოდოთ. სხვათაშორის მისი კონკრეტულ ფლანგზე ყოფნაც პირობითია.. იგივე წარმატებით აარონ რემზის ფლანგის “დაკეტვა” მეტოქის იერიშის დროს მარჯვნივაც შეუძლია და მარცხნივაც.. ამიტომ თუ კიეზა მარცხნივ გამოჩნდება, ზემოთხსენებული არ გაგიკვირდეთ. ჯამი არ იცვლება :)
უინსტონ მაკენის ელიან იტალიელი ექსპერტები სასტარტოში, რომელსაც არტურ მელო შეუწყვილდება.

თავდასხმაში კი ყველაფერი ნათელია.. პაულო დიბალამ გასული მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ალვარო მორატა ტრიბუნაზე იჯდა, რადგან დისკვალიფიკაციას იხდის.. აქედან გამომდინარე შეტევაში კრიშტიანო რონალდუს, სწორედ ესპანელი შეუწყვილდება, რომელიც ფენომენალურ ფორმაშია.
მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ბმულს ტრადიციულად შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ჩვენს საიტზე შემოგთავაზებთ.
შესნი ისეთ სასწაულ ფორმაშია მაგის სკამზე დასმა არ შეიძლება უბრალოდ
გოლები გავა ბრაგაბრუგით )
გოლები გავა ვის კარში გავა საკითხავი ეს არის იმედია ბარსას კარში
აჰა მოუფიქრებია სიურპრიზი პირლოს.
მეცინება უკვე, რაღა ბარსელონსთან ასვენებს დელიხტს, ისედაც დირკები ვართ ….
დანილოს ცენტრალური მცველობა არ გაიშვას! დანძ…… გვაქვს ისე რო ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ :D fati და dembele რო არ იქნებიან ეგეც რამხელა შვებაა თორე ის გნიდა ბავშვი ყველაზე მეტად დაგვაწიოკებდა.არტურა თუ გამწარდება და იზამს რამეს.ან ბუფონის დაყენება რა იყო ეხლა ითომ
ფაქტიურად ზუსტად მაგის დაწერას ვაპირებდი :D სტატიის ავტორსაც ეტყობა რო ნერვებს თოკავდა ამ სირული ვითომ ტაქტიკური მონახაზის წერისას. რა დანილო ცენტრალურ მცველად ან რემზი ფლანგზე ან ვაფშე რა მაკინი, მესმის რო წინაზე კარგი იყო და გვიშველა მარა სულ გამართლების იმედად ხო არ იქნები არა? ბუფონი ადამიანურად მაგრად მევასება მარა პრინციპული თამაშია და პირლო კიდე ძირითადში აყენებს. ასეთი ტაქტიკით და შემადგენლობით ამხანაგურზეც არ წავა კაცი. პირლოს მართა *** ხო არ აქვს? თან რა უვერენნად ტოვებს დე ლიხტს. . . *ირი ეგ. . . (ბოდიში ბრატცი ემოციებისთვის)