ფეხბურთელების შეფასებები
ტურის ცენტრალური მატჩი, სადაც ერთმანეთის პირისპირ იუვენტუსი და მილანი სან სიროზე წარსდგნენ, იტალიის მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში თავი ფედერიკო კიეზამ ორჯე გამოიჩინა, რასაც ამერიკელი უინსტონ მაკინის გოლიც მიყვა და საბოლოოდ ტაბლოზე 1-3 დაფიქსირდა.
ახლა კი გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომელიც ტრადიციულად La Stampa -მ გამოაქვეყნა:
შესნი – 6.5 – ყურადღებით.. პირველ ტაიმში ლეაოს და ჩალჰანოღლუს დარტყმულებზეა კარგი. მეორე ტაიმში ნაკლები საქმე, მაგრამ სრული კონცენტრირება.
დანილო – 6.5 – შეტევაში ნაკლებად მიიწევდა, მაგრამ მის ფლანგზე დაცვაში პრობლემები საერთოდ არ შექმნია.
ბონუჩი – 7 – იყო გარკვეული ხარვეზები პირველ 45 წუთში, მაგრამ რაც დრო გადიოდა მეტოქეს უკეთ უმკლავდებოდა, ხოლო მეორე ტაიმში საერთოდ დახურა ყველა შესაძლო ვარიანტი მისი ზონიდან.
დე ლიხტი – 7 – სწრაფ ლეაოსთან თითქოს პრობლემებს განიცდიდა, მაგრამ სერიოზული არაფერი. მეორე ტაიმში ბონუჩის მსგავსად იდეალურია.
ფრაბოტა – 6.5 – კარგი მატჩი ახალგაზრდა მცველის შესრულებით, რომელსაც ალექს სანდროს შეცვლა მოუწია. განსაკუთრებით პირველ 45 წუთში აქტიურობდა, როდესაც შეტევაში თამამად მიიწევდა.
ბენტანკური – 4.5 – ყველაზე სუსტი ტურინელთაგან. არანაირი იდეა, ტემპის შექმნა ან სირთულეებიდან გამოსვლა. პირიქით, მაქსიმალურად ურთულებდა თანაგუნდელებს ცხოვრებას. არაზუსტი გადაცემების მთელი ბუკეტი..
არტური – 73 წუთიდან – 6 – მშვენივრად ერთვება და მომენტალურად იჭერს საჭირო ტემპს.
რაბიო – 6 – სუსტი პირველი ნახევარი, თუმცა მეორე ტაიმში უკეთ ირჯება და სტაბილურად იგებს ორთაბრძოლებს.
რემზი – 5 – უდინეზესთან მყოფი რემზი ისე გაქრა. ქონდა გარკვეული იდეები, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი. ბენტანკურთან ერთად ყველაზე სუსტი იყო შუახაზიდან.
კიეზა – 8.5 – ორი აზრი არაა რომ საუკეთსო იყო მოედანზე.. ცივსისხლიანი, თამამი და ხისტი. არ ერიდება არც ორთაბრძოლებში შესვლას, არც ცრუ მოძრაობებს და არც შორეულ გასროლებს. ორი გოლი და უამრავი პროდუქტიული მოქმედება! 63 წუთის მანძლზე აბსოლუტურად იდეალური.
კულუსევსკი – 64 წუთიდან – 6.5 – მოედანზე შესვლისთანავე გვაჩვენებს რაოდენ მოტივირებულია. მისი მიზანია მწვრთნელს დაანახოს, რომ მზად არის უფრო მეტისთვის. იდეალური საგოლე გადაცემა უინსტონ მაკენიზე.
დიბალა – 7 – შესანიშნავი შეხვედრა – ორი საგოლე გადაცემა კიეზაზე და მუდმივად ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფნას. გაცილებით კარგი იყო ვიდრე გასულ მატჩებში. საკუთარი მოქმედებებით თანაგუნდელებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა.
მაკენი – 64 წუთიდან – 6.5 – გამოდის და საკუთარ საქმეს კარგად უძღვება. გარდა იმისა რომ გუნდს უამრავი ბურთი დაუბრუნა, კულუსევსკის გადაცემასაც ეხმაურება და მორიგ ტურინულ გოლსაც იფორმებს.
რონალდუ – 5.5 – ეს არ იყო სუპერ თამაში, მაგრამ პორტუგალიელმა გუნდზე ითამაშა და პარტნიორებს უამრავი ზონა გაუნთავისუფლა. მის მიმართ ყურადღებით ირჯებოდნენ, რასაც რონი გუნდის საკეთილდღეოთ იყენებდა.
თამაშის ხარისხი მნიშვნელოვანია თუმცა მილანთან მილანში მოგება ყველაფერ ხარვეზს ფარავს. თამაშის ხარისხშიც შეუქცევადი პროგრესი უკვე იგრძნობა. მომატების პოტენციალიც აგრეთვე აშკარად იგრძნობა. სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი იქნება.
საერთოდ ევროპაზე იტალიას საკმაოდ კარგი გუნდი ეყოლება და ეს ძანიოლო რატო აგარ თამაშობს?
ალბად უკვე დაამტკიცა კეაზამ მინიმუმ ის რომ ახალი ბერნარდესსკი არ არის.
ბეტანკური ვერც სარის ხელში განვითარდა და პირლოსთანაც რეგრესი აქვს.
ერთი კარგი საყრდენი გვინდა არტურთან ერთად რომ დადგეს და მაგარი ცენტრი გვეყოლება. ჩაშლასაც კარგად შეძლებენ და ბურთის დაჭერასაც.
აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხია.
რაბიოც კარგია მაგრამ ნელია, ეგ ცოტა წინწაწეული ათამაშონ კარგი იქნება.
კანტე არტირი მამენის ცენტრი იდეალური იქნებოდა.
მაკენი
ზუსტი შეფასებებია ლასტამპასგან. ერთია ჩემი აზრით დასაფიქსირებელი, რომ მაკენის ძირითადში არდაყენებით დიდი შეცდომა დაუშვა. სყრდენ ზონაში პრიბლემები გვაქვს აშკარად და კობტრაზეც მაგრა გვიჭერენ და გვიმართლებს ხშირად. ლიგაზე ასეთი თამაშით დავისჯებით და 3-4 გოლს გავუშვებთ აქეთ წესიერი გუნდისგან. ნუ პორტუს არ ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენი ეგ სუსტი მხარე შეიძლება მაგათაც კარგად გამოიყნეონ. ნუ შეტევაში პრობლემებმა მოიკლო და ეს პირლოს დამსახურებაა ვაღიარებ, მაგრამ დაცვაც მისახედი აქვს აუცილებლად. გუშინ ეპიზოდებში იმ ზონური დაცვის ელემენტებიც გამოჩნდა, რითიც გამორჩეული იყო ალეგრი. ნუ პირლოს ხელშიც შეიძლება კარგი გუნდი დადგეს იმ შემთხვევაში თუ ვინმე ლომ საყრდენს მოუყვანენ, ეგრედწოდებულ ჩისტილშიკს. კაზემერო იდეალური იქნებოდა და არარეალური მგონია მაგის ტრანსფერი. მაგრამ… Read more »
კანტე კაი ვარიანტია
ბენტა აშკარად გადაღლილია,მჭიდრო გრაფიკის გათვალისწინებით აიხსნება ცალკეული ფეხბურთელების არასათანადო კონდიციები,რთულია კვირაში 2 მატჩის ჩატარება,ტრავმის რისკიანობაც მაღალია..
დამსახურებული 3 ქულა,იუვე საქმეშია..ყოჩაღ ბიჭებს..კიეზა ცალკე თემაა,ვერც კი წარმოვიდგენდი ამ ბიჭს ამდენი თუ შეეძლო..
შობას გილოცავთ მეგობრებო,მშვიდობას,ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ…
მეც გილოცავთ…
არ მეგონა კიეზა ასე სწრაფად თუ აკრიფავდა იუვეში respect