უკანასკნელი 24 საათის სატრანსფერო სიახლეები

ფაბიო პარატიჩი
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა კი გაიღო, მაგრამ კლუბებს იმდენად უჭირთ სარფიანი გარიგების გაფორმება, რომ ასეთი მშვიდი ეს პერიოდი ნამდვილად არ ყოფილა.
თუმცა, გარკვეული სიახლეები ამა თუ იმ თემაზე მაინც ვრცელდება, რომელსაც ერთ სტატიაში შემოგთავაზებთ.
Sky Sport Deutchland -ის მტკიცებით, ბიანკონერის ინტერესთა სფეროში ბერლინის ჰერტას ბრაზილიელი შემტევი მატეუს კუნია მოხვდა.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 14 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ირიცხება. თუმცა, დღეისათვის სამხრეთ ამერიკელი ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
მოთამაშეს თვალი ბევრმა დაადგა, მითუმეტეს კუნია სულ რაღაც 21 წლის არის და მასსზე გარკვეულ იმედებს მართლაც ამყარებენ.
ერთი პირობა ტურინელები ბრაზილიელის ხელში ჩაგდების სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკის დათმობასაც კი აპირებდნენ.. მოლაპარაკებები თავდაპირველად კრიშტოფ პიონტეკზე მიდიოდა, მაგრამ პოლონელთან წარუმატებელმა სვლამ, იტალიელების მხრიდან ალტერნატიული ვარიანტი გააჩინა.
მოლაპარაკებები ამ საკითხზე თავად ფეხბურთელის სურვილით შეყოვნდა, რომელსაც როგორც უკვე გითხარით სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა სურს და საერთოდაც, ამ სეზონის ბუნდეს ლიგაში დასრულება.. რა იქნება შემდგომ, ამას ერთად ვიხილავთ.
სხვათაშორის ბუნდესლიგაში კიდევ არის ერთი ახალგაზრდა რომელსაც ბიანკონერის აქტიურად უკავშირებენ. საუბარი შტუტგარტის 22 წლის შემტევ ნიკოლა გონსალეს ეხება.
არგენტინელის ანგარიშზე 11 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ირიცხება. სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ ამ ბიჭზე კონკურენცია უფრო ნაკლებია და თუ იუვე გააქტიურდება, არაა გამორიცხული შეთანხმებას მალევე მიაღწიოს.
Sky Sport italia თავის მხრივ ლეონარდო პავოლეტის საკითხზე მსჯელობს. კალიარის შემტევი ერთბაშად მოუნდა იუვენტუსს და მილანს.. თუმცა, როსონერი ანდრეა ბელოტიზე ოცნებობს, ხოლო სარდინიელთა შემტევს ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.
იუვენტუსი კი თავის მრივ ყველა ფორვარდს დაუკავშირეს, რომელთა სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონს ბევრად არ ცდება..
პავოლეტის გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს ჯანლუკა სკამაკა. ამ მხრივ სიტუაცია არ იცვლება – სასუოლო 22 მილიონს ითხოვს, ხოლო ფაბიო პარატიჩი საფასურის დაწევას სხვადასხვა ახალგაზრდით ცდილობს.. Mapei -ს ბინადრებს რადუ დრაგუსინი სურთ, რაზეც ტურინი უარობს..
ვსიო თითქმის დათრეული გვაქ ეგ სკამაკა რაღაც პატარა დეტალებიღა დარჩაო
ყველაზე კარგი ტრანსფერი იქნება თუ ბერნა ვინმეს შეტენიან ))
სად იუვენტუსი და სად ეს გვარები ეეეეეეჰ…….
ეს სკამაკა თუ ტაბურეტკა ვინაა? კარგი ტიპია?
კი კარგია.
სკამაკას გავიფორმებთ მგონია..
აქვე როველა და დიაბი გავიფორმეთ,კარგები არიან,სამომავლო პერსპექტივაში კაანფეტ..სწორი გათვლაა.
დრაგუსინი,ფრაბოტა,პორტანოვა(პრიმავერადან დაწინაურებული ჯიგრები)ნელ-ნელა ეჩვევიან გარემოს,სწავლობენ და გამოცდილებას ღებულობენ..მისასალმებელია
რასაც ვამჩნევ გაახალგაზრდავების სტრატეგია შეინიშნება,აქცენტი ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებზე კეთდება..ოკ,მშვენიერია..