ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ინტერთან შეხვედრის შემდეგ, ბიანკონერიმ გულშემატკივრების თვალში რეაბილიტირება მოახდინა. ანდრეა პირლოს შეგირდებმა იტალიის სუპერ თასი ნაპოლისთან ბრძოლაში გაიფორმეს.

შეხვედრაში თავი კრიშტიანო რონალდუმ და მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ალვარო მორატამ მოახდინეს.

ახლა კი ტრადიციულ მატჩისშემდგომ შეფასებებს გთავაზობთ, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 7.5 – ტურინელთაგან სწორედ პოლონელი იყო საუკეთესო, რომელმაც გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა. მატჩის მიწურულს სწორედ მის სეივს მოყვა მორატას საგოლე კონტრშეტევა.

კუადრადო – 7 – მისი სიტუაცია შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წამებზე გახდა ცნობილი.. როგორც კი ტესტმა უარყოფითი აჩვენა კოლუმბიელი მოედანზე შევიდა და გუნდის წარმატებაში ლომის წილი შეიტანა. დაუღალავად და ენერგიულად მოქმედებდა მარჯვენა ფლანგზე მთელი მატჩის განმავლობაში.

ბონუჩი – 6.5 – ამ საღამოს არამარტო პეტანიას მეთვალყურეობდა, არამედ მის ზონაში შეჭრილ ლოზანოსაც. იყო მცირეოდენი ხარვეზები, მაგრამ საერთო ძალებით ლეო საიმედოდ მოქმედებდა. მეორე 45 წუთში კიდევ უფრო ყურადღებით ირჯებოდა.

კიელინი – 6.5 – იუვემ გოლი არ გაუშვა, ხოლო კაპიტანი ისე გამოიყურებოდა როგორც კარგ ძველ დროში – გაუვალი კლდესავით.

დანილო – 6 – პირველ ტაიმში ლოზანომ დაჩაგრა, ხოლო მეორეში სიტუაცია გამოასწორა და უფრო მეტად იმ დანილოს წააგავდა, რომელსაც მიმდინარე სეზონში მივეჩვიეთ. სამწუხაროა, რომ შეტევაში აღარ ერთვება.

არტური – 6.5 – თამამად უნდა ითქვას, რომ მასთან ერთად იუვე სხვა სტილში ირჯება. უფრო საინტერესოდ ტრიალდება და ტემპსაც ბრწყინვალედ იჭერს. ბურთს ფაქტიურად არ კარგავდა და ცდილობდა თითოეული ეპიზოდის საინტერესოდ განვითარებას.

ბენტანკური – 6.5 – რამოდენიმე ჩაგდებული მატჩის შემდეგ როგორც იქნა ნორმალურ ურგვაელს ვუყურებთ. პრესინგი, ბურთის ამოტანა, ართმევა.. დახმარება არტურისთვის.

მაკენი – 6 – ნაკლებად მრავალფეროვანია ვიდრე უწინდებურ მატჩებში, თუმცა ყოველთვის საჭირო ადგილას ჩნდება.. განსაკუთრებით მეორე ნახევარში, სადაც არაერთი შეტევა ჩაშალა, პრესინგიც ნაყოფიერი შეასრულა და შეტევაშიც სახიფათოდ მოქმედებდა.

კიეზა – 5 – არ იყო მისი საღამო. ბურთსაც ხშირად კარგავდა და ვერც დაცვაში ეხმარებოდა დანილოს.. ფიზიკური პრობლემების გამო ტოვებს მინდორს. მისი მდგომარეობა მოგვიანებით შეფასდება.

ბერნარდესკი – 46 წუთიდან – 6.5 – ეფექტურად ერთვება და ყურადღებით თამაშობს მთელი ტაიმის განმავლობაში.

კულუსევსკი – 6 – ზონებს შორის საინტერესო განვითარებას ახორციელებდა, უბრალოდ დამამთავრებელ ფაზაში ცოდავდა, საიდანაც რეალურად შეეძლო ნაპოლისთვის თავისტკივილის მოტანა.

მორატა – 84 წუთი – 6 – სულ რაღაც 10 წუთი და გოლის გატანა მაინც მოასწრო. დიახ, ეს ალვარო მორატაა!

რონალდუ – 7 – გასაგებია რომ პორტუგალიელი შეიძლება ჩვეულად არც ახლა ბრწყინავდა, მაგრამ მაქსიმალურად დაიხარჯა საკუთარი გუნდისთვის. უკან არაფერზე იხევდა და მეორე ტაიმში შესაბამისად დასაჩუქრდა, როდესაც იდეალურ პოზიციაზე მდგომს მოულოდნელად ბურთი თავად მიუვიდა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x