ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”რანიერი დიდი პატივისცემას იმსახურებს”

შაბათს, ჩვენი დროით 21:00 -ზე იუვენტუსი კლაუდიო რანიერის მიერ გაწვრთნილ სამპდორიას შეხვდება.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ანდრეა პირლო შეხვდა, რომელმაც მასმედიის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა:

“რანიერის გუნდთთან თამაში ყოველთვის არის საინტერესო და ამავე დროს რთული. კლაუდიო დიდი პატივისცემას იმსახურებს! იგი უდაოდ გამორჩეული იდეების მატარებელი სპეციალისტია.

თავად გუნდიც ახლა კარგ პერიოდს გადის, რომლის რიგებში ჩინებული მოთამაშეები ირიცხებიან.

ჩვენის მხრივ საკადრო პრობლემებზე საუბარი ზედმეტია. ფაქტიურად პაულო დიბალას გარდა მთელმა ჯგუფმა მიიღო სრულფასოვან ვარჯიში მონაწილეობა.

პაულოს მდგომარეობას დღიდან დღემდე შევაფასებთ.. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მუხლის არეში ტკივილები ისევ აწუხებდა, თუმცა მწამს ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით და არგენტინელს ფეხზე მალე დავაყენებთ.

ფედერიკო კიეზამ ტრავმა მოიშუშა და თავს უკეთ გრძნობს. ხვალინდელ დაპირისპირებაში იგი მინდორზე პირველსავე წუთებიდან გამოჩნდება.

ანალოგიურად კარგად გრძნობს თავს ალვარო მორატაც. ესპანელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი წევრია და მოედანზე მორატა ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ირჯება.

უინსტონ მაკენი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. არის კომპონენტები რაშიც მომატება ესაჭიროება და ეს მან თავადაც კარგად იცის.

განსაკუთრებით ყურადსაღებია ტექნიკური ნიუანსები.. ბურთის მიღების დროს და ასე შემდეგ. მთავარია, უინსტონი შრომისმოყვარეა, რომელსაც სურს განვითარება.

ინციდენტი კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით? საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელს დასვენების დღე ქონდა და შეეძლო ის გაეკეთებინა რაც მას მოესურვებოდა. შედეგად, სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

ნიკოლო ფაჯიოლომ სპალთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იგი რჩება გუნდში, რამაც ხელი გარკვეულწილად მანოლო პორტანოვას წასვლამაც შეუწყო. ამ უკანასკნელს კარიერის ჯენოაში გაგრძელება სურდა. ფაჯიოლო ძირითად გუნდთთან ერთად იქნება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

მაკენის ხელი არ დაედოს !

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x