ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოლო 24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ფაბიო პარატიჩი

ტურინელები სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ფორვარდზე აქტიურობას განაგრძობენ.

Gazzetta -ს მტკიცებით, ბიანკონერიმ თითქმის ყველა დეტალი შეათანხმა სასუოლოსთან ჯანლუკა სკამაკას ტრანსფერზე.

ახალგაზრდა ფორვარდი ბიანკონერის რიგებში დაუყონებლივ გადაბარგდება, ხოლო ბიანკონერი მის სანაცვლოდ მოთხოვნილ თანხას 4 სეზონის მანძილზე დაფარავს.

სხვათაშორის არაა გამორიცხული აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობა, ახალგაზრდა ფაჯიოლიმაც მიიღოს, რომელიც საჭირო პრაქტიკისთვის სასუოლოში გაემგზავრება.

ედინ ჯეკოსთან დაკავშირებით ინტერი დაწინაურდა, მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა ვერ შეძლო დედაქალაქელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება.

ნერიაძური მზადყოფნას გამოთქვამს ალექსის სანჩესიც კი დათმოს ბოსნიელის სანაცვლოდ.

ფეხბურთელს სეზონში 7 მილიონი და მინიმუმ 2 წლიანი ხელშეკრულება სურს.

განახლებებია მანუელ ლოკატელისთან დაკავშირებითაც. იუვენტუსი სერიოზულად ეკიდება აღნიშნულ გარიგებას და სასუოლო შესაბამისად მის შემცვლელზე იწყებს ზრუნავს.

ბოლო ცნობებით Mapei -ს ბინადრები 22 წლის გერმანელის ტრანსფერს განიხილავენ. საუბარი დორტმუნდელთა რიგებში მყოფ დაუდას ეხება, რომლის კონტრაქტი 2022 წელს იწურება.

იტალიელები მის გაფორმებას შეეცდებიან, რომელსაც ლოკატელის შეცვლა მოუწევს.

რადუ დრაგუსინი ბოლო ხანს ხშირად ხვდება პრესის ფურცლებზე. ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, თითქის პრობლემები იყო, მაგრამ..

ბოლო ცნობებით, მხარეებმა გამონახეს საერთო ენა და ანდრეა პირლოს თხოვნით, კლუბი მასთან 5 წლიან კონტრაქტს მალე გააფორმებს.

ესპანური და იტალიური მედია საშუალებების მტკიცებით, იუვენტუსი, პსჟ, ბაიერნი და მანჩესტერ სიტი რასინგის ახალგაზრდა მარგალიტისთვის იბრძვიან.

საუბარი არგენტინელ ნახევარმცველზე – გონსალო სოსაზეა რომელსაც ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.

ის სულ რაღაც 15 წლის არის და უკვე მიიღო ახალი ზედმეტსახელი “ელ ტალენტოსო”.

იუვენტუსი და ინტერი არამარტო იტალიის თასის 1/2 ფინალში იბრძოლებენ ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც მოსინჯავენ ძალებს.

მათი თვალთახედვის არეში ბორუსიას ნიჭიერი შუახაზელი ჯოვანი რეინია, რომელიც სულ რაღაც 18 წლის გახლავთ.

მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი და გაფორმება ასე იოლი ნამდვილად არ იქნება.

ვნახოთ, გახდება თუ არა რეინი მორიგი ამერიკელი ტურინელთა რიგებში უინსტონ მაკინის შემდეგ.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

იუვეს ხელმძღვანელობა განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოვებული.სხვა პატარა გუნდებში უშვებენ ფეხბურთელებს პრაქტიკისთვის და მერე ძლივს აბრუნებენ უკან.არ მოწონთ ამათ თავიანთი ახალგაზრდები და ვიღაც სკამაკას დასდევენ.კომანი მოიყვანეს და როგორ გაუშვეს დღემდე ნერვები მეშლება და ვიღაც ტაბურეტკებს ჯეკოებს და ჟანგიან კუალიარელას დასდევენ. ძირითადი სასტავი ძაან მაგარი გვყავს აი ზამენის სასტავიდან 3 ფეხბურთელია გასაყრელი სასწრაფოდ განსაკუთრებით ბერნარდესკი.

PENTE
PENTE
3 years ago

ფაჯიოლი და დრაგუსინი დასაწინაურებელი იგროკებია. ჯობია ამათ მეტი რო მიეცეთ ვირე იმ ვირრ რემზი. სკამაკა ახალგაზრაა და კარგია მისის დაება.

juventino
juventino
3 years ago

სკამაკას ტრანფერი უნდა გამიხარდეს? არაფრისმომცემი ტრანსფერი საერთოდ

bero-juve10
bero-juve10
3 years ago

chemi azrit fajioli unda datovon da aseve ramodenime iseti motamashe unda daawinauron pirvel gundshi + amat 3-4 motamashe iseti unda gvyavdes pirvel gundshi romelta asaki 20 ar agemateba.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x