ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსი განაგრძობს პოზიტიურ სვლას და გუშინ გენუაში ადგილობრივ სამპდორიას 2-0 სძლია.

ანდრეა პირლოს შეგირდები არ აპირებენ კონკურენტებისთვის სკუდეტოს იოლად დათმობს და ბრძოლას უკანასკნელ ტურამდე გეგმავენ.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – როდესაც გუნდს მისი დახმარება ჭირდება, პოლონელი საქმეში ყოველგვარი აღელვების გარეშე ერთვება. თუნდაც კუალიარელას ეპიზოდი რად ღირს. უშეცდომო და ზუსტია!

კუადრადო – 7 – ოქროს გულის მქონე კოლუმბიელი, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში დაუღალავად გადაადგილდებოდა მთელს პერიმეტრზე. ბოლოს კი საგოლე გადაცემაც მიითვალა აარონ რემზიზე.

ბონუჩი – 6.5 – კიელინისთან ერთად უშეცდომოა და საქმეს კარგად უძღვება. ეს მის შორეულ გადაცემებსაც ეხება.

კიელინი – 7 – თითქოს ყველაფერს წინასწარ საზღვრავს და მეტოქის იერიშებს ჩანასახშივე ახშობს. ყველგან არის და თითოეულ მონაკვეთზე უკომპრომისოა.

დანილო – 6.5 – პირლოს შედევრია. სადაც არ უნდა დააყენო, მარჯვნივ თუ მარცხნივ საქმეს ბრწყინვალედ უძღვება.

მაკენი – 7 – მარჯვნივ მოქმედებებს კუადრადოსთან ერთად და საკმაოდ ეფექტურ დუეტს ქმნის. შეტევაში დახმარების ხელს უწვდის, ხოლო დაცვაში ნამდვილი ჯოჯოხეთია მეტოქისთვის, რადგან გასაქანს არავის უტოვებს. ამერიკელი ნამდვილად კარგი ბიჭია!

არტური – 6.5 – იუვენტუსის გონება.. როდესაც ბურთი მას აქვს, გვრჩება შთაბეჭდილება რომ თითქოს სეიფში საიმედოდ ინახავს.

ბენტანკური – 6.5 – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ურუგვაელია კარგია როგორც აქტიურ ასევე პასიურ ფაზაში. ქმნის კიდევაც და ართმევის კუთხითაც საიმედოა.

კიეზა – 7 – გოლი.. პროდუქტიულობა და დაუღალავად წინ, საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა. ამ ყველაფერს აერთიანებს ფედერიკო!

მორატა – 6.5 – ძალიან პროდუქტიულია და სრულად გუნდზე ორიენტირებული. კარგად მოქმედებს კომბინირებულ ფეხბურთში.. ეძებს პარტნიორებს და პოულობს ხშირ შემთხვევაში. იტანს გოლსაც მაგრამ ტრადიციულად თამაშგარეში აღმოჩნდა.

რონალდუ – 6 – პირდაპირ ვთქვათ, რომ მისგან მეტს ელიან. მართალია ორივე ბურთში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს, როდესაც ჯერ მორატას, ხოლო შემდეგ კუადრადოს იპოვის. სხვა მხრივ შემტევ ფლანგს უფრო აფართოებს, თუმცა ხშირ შემთხვევებში დიდხანს იტოვებს ბურთს და ანელებს შემტევ მანევრირებას. ტექნიკურ ასპექტშიც ბევრი ხარვეზი შეიმჩნეოდა.

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x