ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩის ბოლო ორი ჩაშლილი ტრანსფერი

ფაბიო პარატიჩი

ზოგადი სურათი, რომ შეიქმნას აუცილებელია იმის გაგება რა ტრანსფერებზე მუშაობდა ფაბიო პარატიჩი, რომლებიც ჩაიშალა.

ჯანლუკა სკამაკა რომ ერთადერთ ვარიანტად რჩება ამ წუთისთვის, ეს უკვე გითხარით..

ახლა მნიშნელოვანია იმის გაგება, თუ რა მიმართულებით ახორციელებდა მუშაობას ბიანკონერის სპორტული დირექტორი და რატომ განიცადა წარუმატებლობა.

ერთ-ერთი ასეთი ატალანტას აღზრდილი ახალგაზრდა რობერტო პიკოლოა..

ტანმაღლმა ფორვარდი სეზონი არენდის წესით სპეციაში დაიწყო და 15 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.

დაიმსახურა ინტერესი, დაიწყო მოლაპარაკებები მაგრამ თავად მოთამაშის სურვილით ჯერ სპეციასთან შეწყდა არენდის ხელშეკრულება და საბოლოოდ ატალანტასთან გახანგრძლივდა არსებული.

პიკოლო ბერგამოში დაიბადა, გაიზარდა და სწორედ ამ მაისურით სურს თავის გამოჩენა..

ასე წავიდა ხელიდან კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის დამატებასაც ტურინელები აქტიურად განიხილავდნენ.

მორიგი ასეთი შემტევი უკვე ბაიერნის რიგებში მყოფი 19 წლის ჰოლანდიელი ფორვარდი ჯოშუა ზირკზეა..

ბევრს საუბრობდნენ მხარეები და მათ შორის არსებული კარგი ურთიერთობის ფონზე, ყველა მიიჩნევდა რომ ზირკზე კარიერას სწორედ ტურინში გააგრძელებდა.

თუმცა, ფეხბურთელის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჯოშუა კარიერას პარმაში გააგრძელებს. მას სურდა მთავარი მოქმედი გმირი ყოფილიყო და არა სათადარიგოთა სკამზე მყოფი..

აი ეს ორი ტრანსფერი იყო, რომელზეც პარატიჩი მუშაობდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ვახო
ვახო
3 years ago

კარგია რომ ჩაიშალა. არაფრისმომცემი ტრანსფერები უნდა ჩაიშალოს. თუ მაღალი დონის ნახევარმცველი(რაც გვყავს იმათზე მაღალი დონე, ტოპი რა) ან ფულბეკი არ იქნება სხვა არავინ ჭირდება გუნდს ამ ეტაპზე. შეტევასთან რა პრეტენზია აქვთ ვერ გავიგე, როდის გვყავდა ამდენი მაღალი დონის შემტევი ბოლოს? მთავარია ნახევარდაცვა დაიქოქოს. იმედია ნელ-ნელა შეთამაშდებიან და სეზონის მეორე ნახევარს მაღალ დონეზე ითამაშებენ. თუ ეგ ზონა დავასტაბილურეთ, სერია ა-შიც დავქამბექდებით და ლიგაზეც ფინალს ვითამაშებთ.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x