ფაბიან კარინი 2004 წლის გარიგებას იხსენებს
იყო დრო როდესაც ლუჩიანო მოჯი ფაბიო კანავაროს დონის ტრანსფერებს, ყველასთვის მოულოდნელი პირობებით აგვარებდა..
მაგალითად, იუვენტუსის რიგებში იყო ასეთი ურუგვაელი ბიჭი ფაბიან კარინი.. ნორმალური მეკარე.. ჰოდა, ჩვენმა ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ეს “ნორმალური ყმაწვილი”, ადგა და კანავაროში გაუცვალა ინტერს..
ამ დეტალებზე თავად სამხრეთ ამერიკელი კარის დარაჯი ყვება:
“იუვენტუსისგან წინადადების მიღება ნამდვილი ოცნება იყო. მაშინ სამშობლოში ვთამაშობდი და ნაკრებშიც რეგულაურად მიძახებდნენ, თუმცა ევროპიდან წამოსულმა წინადადებამ ჩემზე საოცრად იმოქმედა.
ბევრი არ მიფიქრია და თანხმობა განვაცხადე.. თუმცა, მშვენივრად მესმოდა როგორი პრობლემების წინაშე ვიდგებოდი.. მეორეს მხრივ იტალიურ გრანდში ამ პერიოდში პაოლო მონტერო, ონილი, მარსელო ზალაიეტა ირჯებოდნენ.. ურუგვაელები..
ახალგაზრდა მეკარისთვის ჯერ ედვინ ვან დერ საართან, ხოლო შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონთან პაექრობა ძალზედ გაუჭირდება.. ამიტომაც მიწევდა მხოლოდ სათასო მატჩებში მონაწილეობა.
ინტერშიც პრინციპში ანალოგიური სიტუაცია იყო.. მათ მაშინ ფრანჩესკო ტოლდო და ჟულიო სეზარი ყავდათ.
გარიგება კანავაროს ჩართულობით? სტანდარტადში ვთამაშობდი, სადაც იუვემ არენდით გამიშვა. სტაბილურად სასტარტოში.. მირეკავს აგენტი და მეკითხება, რა აზრის ვარ კარიერის ინტერში გაგრძელებაზე?
ვიფიქრე, რომ ეს ბრყინვალე შესაძლებლობა იქნებოდა და ეს შანსი ხელიდან არ გამიშვია..
აი საქმეში ფაბიოს ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელიც საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრა, უშუალოდ მილანში ჩაფრენის შემდეგ შევიტყვე.. გამიკვირდა? სიმართლე გითხრათ იყო ასეთი აზრიც, თუმცა ვინც ლუჩიანო მოჯის იცნობს, მშვენივრად მოეხსენება როგორ ხელმძღვანელობდა იგი მსგავს პროცესებს. უდაოდ გამორჩეული იყო საკუთარ საქმიანობაში.”
ტრანსფერების მამა იყო დონ ლუჩო..
მაგარი მელა იყო მოჯი, ფოკუზნიკი )))))))