ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta პირლოს და რონალდუს ურთიერთობაზე საუბრობს

Gazzetta ანდრეა პირლოს და კრიშტიანო რონალდუს ურთიერთობაზე ფოკუსირდება:

“საკმაოდ საინტერესო რამ დაფიქსირდა დერბი დ’იტალიის დროს.

დავრბუნდეთ წარსულში და გავიხსენოთ რა რეაქცია ქონდა კრიშტიანო რონალდუს მაურისიო სარის გადაწყვეტილებაზე.

სპეციალისტმა მილანთან შეხვედრაში მისი მოედნიდან გაყვანა გადაწყვიტა და პორტუგალიელისგან საკმაოდ მწვავე რეაქციაც დაიმსახურა. 

რა მოხდა პირლოს შემთხვევაში? პირველივე დღიდანვე ჩანდა, რომ მათ შორის სრულებით სხვა ურთიერთობა ყალიბდებოდა.

დიახ, რონალდუს ნამდვილად არ ესიამოვნა, როდესაც ტაბლოზე მისი ნომერი გამოჩნდა.. მოედნიდანაც გაბრაზებული იერით გავიდა და მწვრთნელსაც რაღაც უთხრა, მაგრამ პირლო ამას მშვიდად შეხვდა და ესაუბრა. ზუსტად აუხსნა რის გამო გადაწყვიტა მისი მოედნიდან გაყვანა.

ჟურნალისტებთან საუბარში ისიც კი აღნიშნა, რომ არანაირი პუნქტი არ არის ვინმეს კონტრაქტში, მათ შორის კრიშტიანოსთან მიმართებაშიც, რომელიც მას ხელს შეუშლის თამაშის დროს ცვლილებასთან დაკავშირებით.

რონალდუ სკამზე დაჯდა და პროცესისგან არ გამოთიშულა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გამარჯვება გუნდთთან ერთად აღნიშნა, ხოლო შემდეგ ტრადიციული პოსტიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ერთი სიტყვით პირლომ ეს ტესტი წარმატებით ჩააბარა, განსხვავებით სარისგან..”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

არ აქ მნიშვნელობა ვინ იქნება მწვრთნელი ყოველთვის ეგეთი რეაქცია ექნება.ეგ არის ძალიან დიდი მინუსი რონალდოსი. არადა ხანდახან რო დაასვენონ ხოლმე ბევრად უფრო მეტ გოლს შეყრის მაგრამ რა გაუძლებს ამის ტირილს.

batumski
batumski
3 years ago

ეგ არაფერი..ახასიათებს ხოლმე ბუტიაობა..სარის შემდგომ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა,,ვფიქრობ რომ მაესტრომ ადაპტაცია გაიარა..

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x