ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”დღეს, ჩვენ გაცილებით კომპაქტურები ვართ”

9 თებერვალს, ჩვენი დროით 23:45 -ზე ტურინელები მილანის ინტერს იტალიის თასის საპასუხო 1/2 ფინალურ მატჩში უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა რომელიც სან სიროზე ერთი კვირის წინ გაიმართა, ანდრეა პირლოს შეგირდების გამარჯვებით 1-2 დასრულდა.

ახლა კი მაესტროს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას გთავაზობთ:

“მთავარია მინდორზე სწორი განწყობით გამოვედით. პირველი მატჩის შედეგი დავიწყებას უნდა მიეცეს და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ! აღქმა უნდა იყოს ისეთი, თითქოს საქმე ფინალთან გვაქვს, რომელიც 0-0 დან იწყება.

წარმატების სურვილი ძალზედ დიდია, რადგან ფინალურ მატჩთან საკმაოდ ახლოს ვართ და მასში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ნერიაძურის რიგებში ბევრი მაღალი დონის მოთამაშეა. მათი მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია გვაქვს. კარგად მაქვს გაანალიზებული, რაოდენ რთული მატჩი გველის, თუმცა ვფიქრობ ყველანაირი სირთულისთვის ვართ მზად.

შემადგენლობა? შემიძლია დაგისახელოთ ორი ფეხბურთელი რომლებიც პირველსავე წუთებიდან გამოჩნდებიან – ჯანლუიჯი ბუფონი და დეიან კულუსევსკი.

მენტალური თვალსაზრისით მშვიდად ვარ. გუნდში პოზიტიური განწყობა სუფევს, რასაც ხელი ნაპოლისთან მიღწეულმა წარმატებამაც შეუწყო. ამ წამიდან მოყოლებული საქმისადმი მიდგომა შეცვლილია.

არის დეტალები რაც გაუმჯობესებას საჭიროებს. ეს ჩვენ ყველაზე კარგად მოგვეხსენება და მერწმუნეთ მათ აღმოსაფხვრელად ბევრს ვშრომობთ.

მარცხმა გვიბიძგა სწორი ანალიზი გამოგვეტანა და საქმე გაგვეგრძელებინა. მთავარია, რომ გუნდს აქვს ხარისხი! ჩემს განკარგულებაში 23 მოთამაშეა, რომლებსაც ნებისმიერ მატჩში შეუძლიათ თავის წარმოჩენა.

დღეისათვის მოედანზე უფრო მეტად კომპაქტურები ვართ. ვთამაშობთ როგორც ერთიანი მექანიზმი და თითოეული მოთამაშე მაქსიმუმს იღებს პარტნიორისთვის. 

იმის გამო, რომ ბოლო ხანებში გაცილებით ნაკლებ გოლს ვუშვებთ, მხოლოდ დაცვის დამსახურება არ არის. ამას ხელს მოედანზე მყოფი უკლებლივ ყველა ფეხბურთელი უწყობს.”

იტალიური მედიის მტკიცებით, მოახლოებულ შეხვედრას ლეონარდო ბონუჩი და არტურ მელო გამოტოვებენ. ბრაზილიელს სხვადასხვა მედია გამომცემლობის ცნობით ტემპერატურა აღენიშნება, ხოლო ბონუჩის მიკრო ტრავმა.

ასევე შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ალვარო მორატა დაიწყებს, რომელსაც როგორც ანდრეამ განაცხადა შვედი კულუსევსკი შეცვლის.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x