ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო:”პირლომ მილანელებს მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა”

ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო Gazzetta -სთან საუბრისას იუვენტუსსა და რომას შორის გამართულ მატჩს შეეხო, რომელიც ტურინელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა:

“ამ გამარჯვებით ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სკუდეტოს ბედს მხოლოდ მილანური კლუბები ვერ გადაწყვეტენ.

თუმცა, არის ნიუანსები რომელიც ანდრეა პირლოს გუნდს დასახვეწი აქვს. ისევ და ისევ ღიად რჩება დაცვის ხაზში არსებული პრობლემები.. მცირედით კონცენტრირების დაკარგვა და მომენტების ვერ გამოყენება. 

კრიშტიანო რონალდუს აკრიტიკებენ და ამ დროს თამაშს გატანილი გოლის გარეშე არ ტოვებს.. ფორვარდი სხვაგვარად როგორ უნდა შეფასდეს ან ამაზე მეტია რეაგირება რა უნდა მოახდინოს? 

უბრალოდ თუ მან ერთბაშად სამი ან ოთხი ბურთი თუ არ გაიტანა, ფიქრობენ მისი ვარსკვლავი უწინდებურად აღარ კაშკაშებს, რაც დიდი სისულელეა. 

ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე არის ხარისხის გაუმჯობესება. მე ვხვდები რა მიმართულებითაც მიდის ანდრეა.. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ აბსოლუტურად ყველასთვის იქნებოდა რთული მოსამზადებელი ეტაპის გარეშე დაწყება და თან ასეთ გიჟურ რეჟიმში, როდესაც მოედანზე ფაქტიურად ყოველ მესამე დღეს გადიხარ..

საბედნიეროდ ბიანკონერის კარგი რესურსი აქვს და ახლა მნიშვნელოვანია მაესტრომ როტაცია ჭკვიანურად განახორციელოს, რაც შესაძლოა ფუნდამენტური გახდეს სხვადასხვა ტურნირზე წარმატების მისაღწევად.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x