ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო სიახლეები (პოგბა, იკარდი, ჰალანდი)

პოლ პოგბა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე კი დიდი დროა დარჩენილი, თუმცა სამ საკმაოდ პოპულარულ ფიგურაზე გავრცელდა ცნობები, რომელსაც უცვლელი სახით შემოგთავაზებთ.

პოლ პოგბა და იუვენტუსი ფრიად პოპულარული თემაა, უკვე არაერთი სეზონია. მითუმეტეს არ არის არანაირი დადასტურებული ცნობა, რომ ფრანგი კარიერას ტურინულ გრანდში გააგრძელებს.

აქედან გამომდინარე ინგლისურ და იტალიურ მედიაში არ წყდება საუბარი, რომ მისი მომდევნო კლუბი სწორედ იტალიური გრანდი იქნება, სადაც მას ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს როგორც ხელმძღვანელობასთან, ასევე გუნდის წევრებთან.

ალტერნატიული ვარიანტი არის რეალი.. გამოვრიცხოთ თუ არა მისი იუნაიტედში დარჩენა? ბუნებრივია, დღევანდელ ვითარებაში ეს გამოსარიცხი ნამდვილად არ არის. მანჩესტერლებს აქვთ პროექტი და თუ შეძლეს პოგბას დარწმუნება, მაშინ მისთვის 5 წლიანი კონტრაქტია გამზადებული.

წესით ყველაფერი უახლოეს 1-2 თვეში გაირკვევა.. ინგლისელები ამ საქმეს ზაფხულამდე არ მიიყვანენ, რადგან შემდეგ სხვა პროცესები ჩაირთვება, რომელიც მათ წისქვილზე წყალს ნამდვილად არ დაასხავს.

მაურო იკარდი

მაურო იკარდი კვლავინდებურად არის იტალიური გუნდების თვალთახედვის არეში.

პსჟ-ში კარიერა ისე არ მიდის როგორც ეს არგენტინელს სურს და აქედან გამომდინარე, ჩნდება ცნობები რომ სამხრეთ ამერიკელი აპენინებზე დაბრუნდება.

იუვენტუსი ბუნებრივია მუდამ ახლოს არის მაუროსთან.. ჯერ კიდევ სამპდორიადან მოყოლებული უკავშირებდნენ მოქმედ ჩემპიონებს, თუმცა..

ერთ ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რომაც დასახელდა, რომელიც დიდი ალბათობით ედინ ჯეკოს ზაფხულშივე დაემშვიდობება. სწორედ ინტერის ექს შემტევს მიიჩნევენ მის იდეალურ შემცვლელად.. თუმცა, შეძლებს კი დედაქალაქური კლუბი კლუბის და ფეხბურთელის მოთხოვნების დაკმაყოფილებას? რთული სათქმელია.

ერლინგ ჰალანდი

და ბოლოს ერლინგ ჰალანდი.. ნორვეგიელი გოლეადორი რომლის გარშემო ზაფხულში შესაძლოა დიდი ამბები დატრიალდეს.

პრესის მტკიცებით ჰალანდს წლიური გასამრჯელოს სახით მინიმუმ 11 მილიონის მიღება სურს. იუვენტუსი აქაც დაინტერესებულთა შორის არის და თავის დროზე უფრო აქტიური, რომ ყოფილიყო დღეს ნორვეგიელი უკვე შავ-თეთრი იქნებოდა.

იტალიური გამომცემლობების მტკიცებით, ტურინელები მზად არიან დააკმაყოფილონ მოთხოვნა, თუმცა იქამდე ორი მოთამაშის გასხვისება ყველა ვარიანტში მოუწევს, რათა ჰალანდთთან დაკავშირებით ყველა ფინანსური უზრუნველყოფა მოახერხოს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x