ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა ორი მატჩის ჯამში ინტერი 2-1 დაამარცხა და იტალიის თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

ბუფონი – 6 – ბევრი საქმე არ ქონია, მაგრამ როცა საჭირო იყო ყოველთვის ერთვებოდა და ანეიტრალებდა სიტუაციას. მუდმივ ხაზზეა დაცვის ხაზთან, რომელთა გადაადგილებასაც დირიჟორობდა. მისი კარნახის მოსმენა ყველა იუვენტინოსთვის ერთი დიდი სიამოვნებაა!

დანილო – 7 – ჯერ დარმიანი ცდილობდა დაჯაბვნას, შემდეგ პერეშიჩი.. უშეცდომოა და ძალიან სასარგებლო.

დე ლიხტი – 7 – ლუკაკუსთან ორთაბრძოლა ჰოლანდიელის გამარჯვებით დასრულდა. ის ნამდვილად არის იუვენტუსის მომავალი!

დემირალი – 7.5 – მატჩის საუკეთესო იუვენტინო! აიღო და ლაუტარო მარტინესი მოედნიდან გააქრო! ძალიან ხმამაღლა უთხრა, რომ მის სამფლობელოში მას არაფერი ესაქმებოდა.. არა და არა!

ალექს სანდრო – 6 – პირველ 45 წუთში პრობლემებს განიცდის.. ჰაკიმი მის ზონაში ხშირად რჩება გამარჯვებული. მეორე ნახევარში შეტევას თავს ანებებს და ძირითადად დაცვაზე ორიენტირდება, რომელიც აუმჯობესებს მის საერთო სურათს.

ბენტანკური – 5 – მართალია ბევრი ურთი წამოიღო, მეტოქესაც არაერთხელ აართვა, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულის დონის შეცდომებს უშვებს ისეთ ზონაში, რომელიც გუნდისთვის მომაკვდინებელი შეიძლება გახდეს. არტურის გარეშე საკმაოდ გაუჭირდა.

რაბიო – 6 – ბევრი ართმევა, ჩაჭრა და ბურთის კარგი კონტროლი. ფრანგმა მორიგი კარგი შეხვედრა შემოგვთავაზა.

ბერნარდესკი – 5 – კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. არანაირი იდეა და კრეატივი.. ყველაფერთან ერთად დაცვაშიც მოიკოჭლებდა და ალექს სანდროს პრაქტიკულად ვერაფრით ვერ დაეხმარა.

კუადრადო – 6 – ჩვენ შევეჩვიეთ მისგან ფეერიულ თამაშს და აქედან გამომდინარე, ეს 90 წუთი მისთვის შესაფერისი არ იყო. თუმცა, კოლუმბიელის ყოველ ჩართვას რაღაც საინტერესო მოყვებოდა, რაც აღსანიშნავია.

კულუსევსკი – 5 – პირველ ტაიმში მე-40 წუთზე გამოჩნდა, როდესაც ბურთი გაატარა.. არ ცდილობდა.. ასეთი დარჩა შთაბეჭდილება. ვერაფრით შეძლო გუნდს გაძღოლოდა.

რონალდუ – 6.5 – შემტევებიდან უდაოდ ყველაზე აქტიური. რამდენიმე ჭკვიანური მოქმედება და არც კარში დარტყმები დავიწყებია. ის რომ ანგარიში 0-0 დარჩა, გარკვეულწილად მისი დანაშაულიც არის, რადგან ორი საკმაოდ კარგი მომენტი ქონდა თავის გამოსაჩენად.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
3 years ago

https://www.youtube.com/watch?v=qG4sw7FPFOQ პირლო ისევ ნახევარდაცვაში დაგვეტოს ჯობია

batumski
batumski
3 years ago

კონტეს გამზრდელს შვც..ჩესტით არასწორი,ბოზია ოფიციალური.(ბოდიში ცენზურისთვის)..

maradona73
maradona73
3 years ago

გუშინ ვფიქრობდი სად გაიქცა თამაშის დამთავრებისთნავე ანილეთი თქო და კონტესთვის უგინებია )))
კონეტს შესვენების დროს შუა თითი გაუშვერია ანიელი-პარატიჩი-ნედვევდისკენ და თმაშის ბოლო პასუხი მოუთხოვია ანიელის, მაგრა მიასხაო )))

https://www.football-italia.net/166141/video-conte-shows-middle-finger-juventus%E2%80%99-directors

maradona73
maradona73
3 years ago

პირლოს პლიუსი ჩემგან ამ ორ თამაშზე.

დანილოსგანაც რა უნივერსალი მცველი დააყენა პირლომ, აქ ჩანს მაგის ნიჭი.

დალშე ვნახოთ აბა, ქებამ არ აწყინოს ტფუ ტფუ ტფუ ))

maradona73
maradona73
3 years ago

დელიხტი დემირალის წყვილზე უკეთესი მე არსად მეგულება წელს, მხეცები არიან.
დედა მოხნეს ლუკაკუ ლაუტაროს.

ბერნაზე აღარაფერს ვიტყვი …

მარა ეს კულუსევსკიც რა დაახლეებული როჟაა, ვერაფრით დავუმუღამე, ბერნასავით გაფლოპების გზაზეა ჯერჯერობით.
რაღაცნაირი უმარილო ტიპია რა, ამის მაგივრად ორსოლინი დაებრუნებინათ ბევრად უკეთესი იქნებოდა, ამხელა ფულს მაინც არ გაიქნევდნენ.

ბეტანკურიც არაა აშკარად იუვეს დონე, უნდა ჩაანაცვლონ ვინმე უფრო ნორმალურით.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x