ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრობლემები ნაპოლისთან მატჩის წინ

იუვენტუსი ნაპოლისთან გასამართი მატჩისთვის საკადრო პრობლემებს განიცდის.

პაულო დიბალა სრული დატვირთვით კი ვარჯიშობს და იყო იმის იმედიც, რომ ინტერთან სათასო შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზეც გამოჩნდებოდა, თუმცა ერთ-ერთ ბოლო საწვრთნელ სესიაზე გადაღლა იგრძნო, რის გამოც სამწვრთნელო შტაბმა რისკზე წასვლა აღარ ისურვა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება ლა ჯოია პორტოსთან მატჩში მინიმუმ სკამზე უნდა ვიხილოთ. არგენტინელს მძიმე ტრავმა ქონდა, რომელიც სათანადო ყურადღებას საჭიროებდა და საბედნიეროდ, სარეაბილიტაციო კურსმა სასურველი შედეგი გამოიღო.

თუმცა, აარონ რემზი და არტურ მელო 100%-ით გამოტოვებენ ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ გუნდთთან მატჩს. მელოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა, რომ შუახაზელს მარჯვენა ფეხზე აქვს პრობლემა. მისი მდგომარეობა ფასდება და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი თუ რა პერიოდი გაუცდება.

მცირეოდენი პრობლემები აქვს ლეონარდო ბონუჩის. სხვადასხვა საინფორმაცია პორტალის მტკიცებით იტალიელ მცველს კუნთების გადაღლა აღენიშნება და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ნაპოლისთან ასპარეზობას.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x