ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corriere di Torino:”იუვენტუსი ახალ სქემაზე გადავიდა”

Corriere di Torino იუვენტუსის ტაქტიკურ მონახაზზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ანდრეა პირლომ ახალ სქემას მიაგნო:

“გახსოვთ ალბათ რა პრობლემებს განიცდიდნენ.. დაცვა საკმაოდ მაღლა ხვდებოდა მეტოქეს, რის გამოც ბიანკონერი გოლს გოლზე უშვებდა.

განსაკუთრებული პრობლემები მაშინ იქმნებოდა, როდესაც ბურთის კონტროლის დროს, რომელიმე მოთამაშე მეტოქის 30 მეტრიან ზონაში არასწორ მოქმედებას ახორციელებდა.

დღეს, სრულებით სხვა რეალობა გვაქვს.. მერიჰ დემირალი და მატეის დე ლიხტი ისევე როგორც ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი სრულად აკონტროლებენ მეტოქის ფორვარდებს. 

საქმე იმაშია, რომ პირლომ დაცვის ხაზი ოდნავ ქვემოთ ჩაწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბურთზე კონტროლის დაკარგვას. იგი ინარჩუნებს მას, რაშიც დიდ დახმარებას კრიშტიანო რონალდუ უწევს..

პორტუგალიელი ახლა უშუალოდ 9-იანზე გადავიდა.. ასრულებს სუფთა ცენტრ ფორვარდის როლს, ხოლო მის მხარდამხარ მყოფ პარტნიორი უფრო მეტად არა მეორე ფორვარდის როლს ირგებს, არამედ ტრეკუარტისას.. იბრძვის, უტოვებს პოზიციას და ქმნის სივრცეებს.

ახლა გუნდი პაულო დიბალას დაბრუნებას ელოდება.. შესაძლოა არგენტინელი იყოს სწორედ ის საჭირო ელემენტი, რომელიც დაასრულებს კიდევაც ახალი იუვენტუსის ევოლუციას.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 years ago

აი ზუსტადაც..ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული..

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x