ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

ჯენარო გატუზომ შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 1-2 კვირით სამუშაო გაიხანგრძლივა, რამაც ხელი ტურინელებზე გამარჯვებამ შეუწყო.

ანდრეა პირლოს გუნდმა ამ მარცხით თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო, რადგან მილანელებთან სხვაობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუ სტეფანო პიოლის გუნდი სპეციას დაამარცხებს.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს:

შესნი – 6 – პოლონელს არაფერი საქმე არ ქონია და ძირითადად გამოსვლებზე თუ შევამჩნევდით. ერთადერთი ეპიზოდი 11-იანი იყო, რომელიც ინსინიემ უშანსოდ შეასრულა.

კუადრადო – 5.5 – ლოზანომ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. კოლუმბიელი ვერც კი ახერხებდა წინ ასვლას, რადგან მის ფლანგზე ნამდვილი ქაოსი ხდებოდა. მეორე ტაიმში შესაძლოა სიტუაცია გამოსწორებულიყო, მაგრამ მოედნის დატოვება კუნთის ტრავმის გამო მოუწია.

ალექს სანდრო 46′ – 6 – ბრაზილიელი შეხვედრაში კარგად ჩაერთო და მარცხენა უდაოდ აქტიური იყო. უნდა აღვნიშნოთ მისი საიმედო თამაში დაცვაშიც.

დე ლიხტი – 6.5 – ჰოლანდიელმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა და მისი ოპონენტი მოედნიდან გააქრო.

კიელინი – 5 – კაპიტანი რომლის დაბრუნებასთან ასოცირდებოდა იუვენტუსის გამოღვიძება, სამწუხაროდ ამ მატჩში მთავარი ანტიგმირი აღმოჩნდა. პირველ ტაიმში რამდენიმე შეცდომა და ყველაფერთან ერთად 11-იანიც საკუთარ კარში.

დანილო – 6 – პირველ ტაიმში კითხვის ნიშნებით, მაგრამ მეორეში მარჯვენა ფლანგზე როდესაც გადმოიწია აშკარად უკეთესი იყო. არამარტო დაცვაში, არამედ შემტევ მანევრირებაშიც.. უშვებდა შეცდომებს, თუმცა აქტიურობა არ უნდა დავუკარგოთ.

ბერნარდესკი – 5.5 – ფიზიკურად კარგ კონდიციებშია, მაგრამ ასეთ ნაპოლისთან ვერაფერს გახდა. ძირითადად უწევდა დაცვაში თამაში, რაც მას ძალიან ცუდად გამოსდის.

მაკენი 65 ‘ – 5.5 – ვერ ასწრებს თამაში ჩართვას.

ბენტანკური – 5 – აბსოლუტურად არ ჩანდა. არანაირი იდეა.. ვერანაირ სივრცეს ვერ ქმნიდა.. მოედანიც ისე დატოვა, თითქოს არც კი ყოფილიყოს მანამდე.

კულუსევსკი – 6 – ჩნდება იმპულსი, რაც ასე დროს არცთუ ისე ურიგოა.. განსაკუთრებით შტურმის დროს მარჯვენა ფლანგზე. თუმცა, მისგან რადიკალურად სხვა მასშტაბს ელოდებიან.

რაბიო – 5.5 – ხმაურიანად იწყებს.. აქტიურობს, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე დიდი ხნით ადრე ეთიშება სიტუაციას, ისე რომ ზეგავლენას ვერაფერზე ახდენს.

კიეზა – 6.5 – მარჯვნივ.. მერე მარცხნივ.. ისევ მარჯვნივ. პირლომ ხშირად შეუცვალა პოზიცია და ფედერიკო ყველგან ძალიან აქტიური იყო.. არ ნებდებოდა და ბოლომდე ეცადა გუნდისთვის სასიკეთო რამ მოეტანა.

მორატა – 5.5 – ესპანელი ბევრს მოძრაობდა.. რონალდუზეც კომბინირებდა, მაგრამ ეს ყველაფერი პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ. აშკარად არ არის ბოლომდე ფორმაში.

რონალდუ – 6 – მთავარი სიახლე არის ის, რომ გოლი ვერ შეაგდო. არადა კარგი მომენტები ქონდა, რითაც იუვენტუსის თამაში შესაძლოა სხვა კურსით წასულიყო.

პირლო – 6 – ტაქტიკა მოდი მეტოქეს დაველოდოთ აქ არ მუშაობს.. რადგან ასე ლოდინში მყოფებმა მიიღეს 11-იანი და გოლი, რომლის გაქვითვა ვერაფრით შეძლეს. პირლომ ცადა ცვლილებებით, მაგრამ ეს არ იყო მისი გუნდის საღამო.

3.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Joni77
Joni77
3 years ago

კვადრადოს მარტო უწევდა ბრძოლა მარჯვენა ფლანგზე და მიტომ ვერ შეძლო ლოზანოსთან გამკლავება, ბერნანდესკი გინდ ყოფილა გინდ არა, ის არც დაცვაში ვარგა და არც შეტევაში, საერთოდ რატომ გამოჰყავს მოედანზე ვერ ვიგებ, ეს წაგება მთლიანად არის პირლოს ბრალი, თავიდანვე დანილო უნდა დაეყენებინა მარჯვნივ, სანდრო მარცხნივ და კვადრადო ბერნანდესკის ადგილზე, კვადრადო უფრო ეფექტური იქნებოდა და შეტევაშიც უფრო ჩაერთვებოდა, მეორეც გუნდი რაღაც უღიმღამოდ თამაშობდა, მძიმედ, შეიძლება გადაიღალნენ კიდეც

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x