Gazzetta:”იუვემ ლიგაზე იტალიაში ყველაზე მეტი გამოიმუშავა”
დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში თითოეულ ნიუანს აქვს დიდი მნიშვნელობა, მითუმეტეს ფინანსურს, რადგან კლუბები სერიოზულ ზარალზე არიან გასულები.
La Gazzetta dello Sport -ის მტკიცებით, ბიანკონერიმ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 78 მილიონის გამომუშავება მოახერხა, რაც ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი.
იტალიაში ეს თავისთავად საუკეთესო მაჩვენებელია, რადგან ყველა სხვა აპენინურ კლუბს თითქმის იდენტური მონაცემები აქვს, რომელიც 45-46 მილიონის რადიუსში მერყეობს.