ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ასეთ შეცდომებს ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა ვუშვებდეთ”

იუვენტუსმა პორტუგალიაში საკმაოდ ცუდად იასპარეზა და ლოგიკური მარცხი განიცადა. პორტომ ბევრ ასპექტში მოახერხა მეტოქის დაჯაბვნა და შედეგად ტურინში ფრეც აწყობს 1/4 ფინალში გასასვლელად.

თუმცა, ტურინელთა საბედნიეროდ ფედერიკო კიეზამ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა და ბიანკონერის რეალური შანსი შეუნარჩუნა. დამეთანხმებით 2-0 გაცილებით რთული “ამოსაქაჩი” გახდებოდა, ვიდრე ახლა.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს მატჩისშემდგომ კომენტარს:

“მსგავსი მჭიდრო გრაფიკის პირობებში, სრულებით ბუნებრივია კონცენტრირების მცირედით დაკარგვა. სამწუხაროა უბრალოდ, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში მოხდა.

პორტომ ისარგებლა ჩვენი მხრიდან დაშვებული მიუტევებლი შეცდომით, რისი დამსახურებით მატჩი პირველსავე წუთებიდან საკუთარ რელსებზე დააყენა. 

მათ დაცვა ბრწყინვალედ ეხერებათ.. მოქმედებდნენ კომპაქტურად და თავისუფალ სივრცეს პრაქტიკულად არ გვიტოვებდნენ. 

ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ბურთს ჩვეულზე ნეტად ვაგორავებდით, რაც მეტოქეს დამატებით კომფორტს უქმნიდა. 

მატეის დე ლიხტს მცირე პრობლემები აქვს.. ჯორჯო კიელინის ბარძაყის არეშე აქვს დისკომფორტი. ალვარო მორატა გრიპის შემდეგ თავს კარგად არ გრძნობს. ესპანელის გამოყენებას არც ვგეგმავდი, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე სხვა გზა არ დამრჩა. 

გასახდელში შემოვიდა თუ არა თავი შეუძლოდ იგრძნო. მისი დაწვენა გახდა საჭირო. ასე რომ საკადრო პრობლემებს გვერდს ვერ ავუვლით. 

მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, მაგრამ პირველმა წუთმა ჩვენი გეგმები მნიშვნელოვნად არია, რის გამოც სცენარის შეცვლა ძალზედ გაგვიჭირდა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x