ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს ტრადიციულად მძიმედ იწყებს.

ამჯერად გუნდს მუხრუჭის მიცემა პორტოს გამო მოუწია. პორტუგალიელებმა სერჟიო კონსეისაოს მითითებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს.

რომ არა ფედერიკო კიეზა და მისი გოლი, ტურინელები საპასუხო შეხვედრას სერიოზული პრობლემებით შეხვდებოდნენ.. თუმცა, ასეთი თამაშის ხარისხით ისედაც ძალიან გაუჭირდებათ.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 5 – ბენტანკურის შეცდომამ საგონებელში ჩააგდო. საერთოდაც, არ იგრძნობოდა საიმედოობა. თუმცა, 52 წუთზე ოლივეირას ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა.

დანილო – 5.5 – პირველ ტაიმში ძალიან ადვილად ცდებოდნენ. მეორე 45 წუთში ცოტათი უკეთესია.. ცდილობდა წინ წასვლას და რაღაცის შექმნას, მაგრამ სახეირო არაფერი გამოდიოდა. იღებს ყვითელ ბარათს და ტოვებს საპასუხო დაპირისპირებას.

დე ლიხტი – 5.5 – სანამ შევაფასებთ, არ დავივიწყოთ, რომ ფიზიკური ტკივილების ქვეშ უწევდა თამაში. კიელინის მოედნიდან გასვლის შემდეგ, მას უწევს დაცვის ხელმძღვანელობა. უშვებს მეორე ბურთს, რის შემდეგაც აგრძელებს ბრძოლას და ხშირ შემთხვევაში იმარჯვებს.

კიელინი – 6 – სულ რაღაც 35 წუთში თეთრ დროშას აფიქსირებს და მოედნის დატოვებას ითხოვს ტრავმის გამო. პირლოს ახალი თავისტკივილი შეემატა, რადგან სწორედ კაპიტნის დაბრუნებით შეძლო ბიანკონერიმ დაცვაში სტაბილურობის მოპოვება.

დემირალი – 36 წუთიდან – 5 – გამოდის და კატასტროფაში ღებულობს აქტიურ მონაწილეობას, რომელიც დაცვის ხაზში დაფიქსირდა.

ალექს სანდრო – 5.5 – იბრძვის არ ნებდება და ცდილობს დახმარების ხელის გაწვდენას, თუნდაც დაცვიდან ამოსვლის თვალსაზრისით.. თუმცა, სტაბილურობა ყველაფერში დააკლდა. ბოლოს კი მარეგზე უხეშობისთვის, რეალური რისკი იყო წითელი ბარათი მიეღო.

კიეზა – 7 – ფედერიკოს გამო შეუნარჩუნდება იუვენტუსს შანსი.. სწორედ ამ გოლის იმედად გააგრძელებს ახლა გუნდი ბრძოლას. ერთადერთი ნათელი წერტილი.

ბენტანკური – 4 – სულელური გადაწყვეტილების გამო, ბიანკონერი პირველსავე წუთიდან აიჭრა. შემდეგ კი ცდილობდა დაბრუნებას, სპრინტერული ჩართვებით, დარტყმებით მაგრამ უშედეგოდ.

მაკენი – 5.5 – ენერგიულია. მზად არის იდეების გასაგრძელებლად, მაგრამ პარტნიორებისგან ასეთივე ენთუზიაზმით არ უსარგებლია. თუმცა, 2-0 ში მისი ნეგატიური ქმედებაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

მორატა – 6 – ყველაზე მთავარი გუნდის სიღრმიდან ამოწევა იყო და ეს ესპანელის დახმარებით გახდა შესაძლებელი. სხვა მხრივ სახიფათო არ ყოფილა.

კულუსევსკი – 5.5 – პირლო როგორც მეორე შემტევად ისე იყენებს, რაც მისი უშუალო მახასიათებლები არ გახლავთ. იღებს მაქსიმუმს რაც შეუძლია, თუმცა..

რონალდუ – 4.5 – ამ საღამოს პარტნიორებისგან მინიმალური მხარდაჭერა გააჩნდა, რის გამოც აშკარად ნერვიულობდა. იდეების ნაკლებობა საჯარიმოს მისადგომებთან.

პირლო – 5 – იწყებს საკადრო პრობლემებით.. ტაქტიკური თვალსაზრისით საკვანძო ფიგურა პირველსავე წუთებზე უშვებს უხეშ შეცდომას, რის გამოც გუნდი მდევრის როლში ვარდება. თავად სასტარტოს დაყენებაში ცდება და საქმეს ვერც ცვლილებებით შველის. კიეზა რომ არა ანდრეას გაცილებით სერიოზული პრობლემები ექნებოდა.

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x