ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო მატჩზე, საკადრო პრობელემებზე და ..

კროტონესთან მატჩს იუვენტუსი ხვალ გამართავს, დღეს კი ჟურნალისტებს ანდრეა პირლო შეხვდა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

“მნიშნელოვანი და სიტუაციიდან გამომდინარე რთულ მატჩს ველი. მესმის რომ კროტონეს კარგი პერიოდი არ უდგას, თუმცა მათ საკუთარი თამაშის ჩვენებაზე უარი არ უთქვამთ. მაქსიმალურად იხარჯებიან და ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რასაც მწვრთნელი ავალებს.

ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დავუმატოთ მძიმე გრაფიკი, რომელიც გამოვიარეთ და შედეგად საკადრო პრობლემებიც. 

პაულო დიბალას დაბრუნება ისევ გადაიდო. არგენტინელი კვლავაც მუხლის არეში არსებულ ტკივილებს გრძნობს. სამწუხაროა, მაგრამ ჯერ უკეთესობა არ ჩანს და მცირე ხნით მოცდა მოგვიწევს.

საბედნიეროდ, აარონ რემზი დაგვიბრუნდა. ბოლომდე გამოჯანმრთელდა და ახლა 100%-ით არის მზად. უკეთ გრძნობს თავს ალვარო მორატაც. გრიპის შემდეგ პოსტ პერიოდი რთულად ვითარდებოდა, თუმცა გუშინდელიდან მოყოლებული პოზიტიური ნიშნები სახეზეა. 

როდრიგო ბენტანკურიც ესპანელის მსგავსად უკეთ არის. მცირეოდენი პრობლემები ქონდა კუნთებთან მიმართებაში, მაგრამ წესით კროტონესთან დაგვეხმარება.

ბარძაყის არეში აქვს დისკომფორტი უინსტონ მაკენის.. მაგრამ ამერიკელი ვარჯიშებზე უარს არ ამბობს, რადგან კარგად ესმის რაოდენ რთულ ვითარებაში ვართ და გუნდისთვის მაქსიმუმს იღებს.

ერთადერთი შუახაზელი რომელიც გვაკლია არტურია.. მისნაირი მახასიათებლები ახლა არავის არა აქვს. რამდენიმე ვარიანტი შეიძლება შევარჩიოთ, რადგან შემადგენლობაში რაბიოს, რემზის და ფაჯიოლის დახმარებით გარკვეული ვარირება იკვეთება.

პრეზიდენტს ყოველი შეხვედრის შემდეგ ვესაუბრები. ასე იყო პორტოსთან მატჩშიც, რომლის დროსაც ბიჭებთან საუბრის დროს ტონის ამაღლებაც მომიწია. ეს შესვენებისას მოხდა, რადგან მათი რეაქცია მიმდინარე პროცესებზე არ იყო ისეთი, რასაც ველოდი. 

ბენტანკურსაც ვესაუბრე ამ შეცდომაზე და ვუთხარი, რომ მსგავსი რამ ხდება, თუმცა წინ მთელი მატჩი იყო და საჭიროა მომენტალური გამოფხიზლება.

რთულია.. უაღრესად რთულია 40 დღის მანძილზე 15 შეხვედრა ჩაატარა. ეს იგივეა 6 თვეში მოასწრო სრული საფეხბურთო სეზონის მოქცევა, ყველა ტურნირით და ის ბოლომდე გაიარო. ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელია!

გოლები საჯარიმოდან? ამაზე ბევრს ვმუშაობთ და დიახ, გეთანხმებით რომ ეს ასპექტი არანკლებ მნიშვნელოვანია. კრიშტიანო რონალდუს ბევრს შრომობს და დარწმუნებულია გოლის ამ შესაძლებლობიდან გატანაში.

ჯანლუიჯი ბუფონი? კარში სწორედ ჯიჯი იდგება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Ika
Ika
3 years ago

ძაან ბევრს წუწუნებს, თითქოს წინასწარ თავს იმართლებს თუ რამე და ცუდი შედეგი დაიდო.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ათამაშოს ფრაბოტა ფაჯიოლო არ შეიძლება ? ბერნარდესკი რემზისაც მიცეს შანსი. კროტონესნაირ გუნდთანაც თუ არ ათამაშე მაშინ გამოდის რო გუნდში მათი ადგილი არ არის.კროტონეს დასაკარგი არაფერი აქ უეჭველი მოგებაზე ითამაშებენ.მილანს ვერ გაიტან გაგიტანენო დაემართა დღეს.კულესევსკის თავში აუვარდა იმედია ზამენაზე დაადუღებს.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x