ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო დიბალას მდგომარეობაზე დეტალურად საუბრობს

ჯანლუკა დი მარციო პაულო დიბალასთან მიმართებაში, გუშინდელი დღის ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს:

“ბარსელონაში ვიზიტი იყო დროული და სწორი ნაბიჯი, რომელიც იუვენტუსის სამედიცინო შტაბმა გადადგა. 

პაულო ბოლო ხანებში შიშმა მოიცვა, რადგან საკმარისი იყო ბურთს შეხებოდა, რომ ტკივილები ეწყებოდა.. იოგების დაჭიმულობა არ აძლევდა მოსვენებას..

არადა ყველაფერი მაშინ, როდესაც სარეაბილიტაციო კურსის ფარგლებში, არგენტინელი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა. ამ დროს წესით მოთამაშეს არანაირი ტკივილი არ უნდა აწუხებდეს..

თუმცა, პაულოს შემთხვევა განსხვავებულია. საკმარისი იყო ცრუ მოძრაობა დაეწყო, ოდნავი აჩქარება და ეს მწვავე ტკივილს იწვევდა. 

ბარსელონაში პროფესორი კუგატი დიდი ხანია რაც ამ პრობლემებზე მუშაობს და მასთან არაერთი სპორტსმენი გადის თერაპიას. კურსი შედგენილია და დიბალა ახლა გაცილებით მშვიდად გრძნობს თავს. 

რა პერიოდი დაჭირდება? რთული სათქმელია, რადგან ყველა შემთხვევა ცალკე სიტუაციად უნდა განვიხილოთ. პროფესორის განცხადებით ვადები განსხვავებულია და დამოკიდებული დაზიანების სიმძიმეზე. 

ახლა დიბალას მხოლოდ და მხოლოდ მოთმენა მოუწევს. თუმცა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა.. არადა იყო შიში რომ მას სეზონის ნაადრევად დასრულება მოუწევდა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x