ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლოკატელით სიტის გარდა ესპანური გრანდიც დაინტერესდა

მანუელ ლოკატელი იმდენად პოპულარული ფიგურა გახდა ბოლო პერიოდში, რომ მისით არამარტო იუვენტუსი არამედ პრემიერ ლიგის გრანდი მანჩესტერ სიტიც ინტერესდება.

თუმცა, იტალიელი შუახაზელის მსურველთა რიგები მხოლოდ ორი კლუბით როდი იფარგლება.

ესპანური მედიის ცნობით, ლოკატელისთვის ბრძოლაში ახლა უკვე მადრიდის რეალიც ერთვება.

აღნიშნული დაინტერესება უშუალოდ ზინედინ ზიდანის მხრიდან არის წამოსული, რომელიც დიდი ხანია მოთამაშის გამოსვლას აკვირდება და მანუელის ბოლოდროინდელი წარმატებული სვლები უყურადღებოდ არ დარჩენია.

მილანში ჩატარებული არადამაჯერებელი ასპარეზობის შემდეგ, ლოკატელის დამატება სასუოლომ გადაწყვიტა. დომენიკო დე ძერბი მასში იდეალურ რეჯისტას ხედავდა და მწვრთნელის იმედი ფეხბურთელმა სრულად გაამართლა.

სხვათაშორის სასუოლოსთვის იგი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.

ახლა კი საინტერესოა რამდენის გამომუშავებას შეძლებს Mapei -ს ბინადარი აღნიშნული გარიგებიდან. თუ ეს ყოველივე მართლაც რეალურია, მაშინ სიტი და რეალი პატარა თანხას ნამდვილად არ გაიღებენ.. იუვენტუსი თავის მხრივ ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ ფეხბურთელს პირლოსთან მუშაობა წყურია, რაც გარკვეულ უპირატესობას ბიანკონერის ნამდვილად აძლევს..

4 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x