ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ინტერი წინ არის, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით”

იუვენტუსი საკადრო პრობლემებს განიცდის, მაგრამ სპეციასთან შეხვედრაში ანდრეა პირლომ მეორე ტაიმში გაკეთებული ცვლილებების შემდეგ მოახერხა საჭირო სამი ქულის მოპოვება:

“ინერტული სტარტი განპირობებული იყო ელემენტარული გადაღლისგან. მჭიდრო კალენდარმა ყველა გუნდზე ნეგატიურად იმოქმედა, თუმცა ჩვენ ყველა არსებულ ტურნირზე გამოვდივართ, რის გამოც ძალების გადანაწილება რთულია.

შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს რომ რესურსი სხვებთან შედარებით საკმაო გვაქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ტრავმირებულთა რაოდენობას შეხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება.

მატეის დე ლიხტთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს გეტყვით. დეტალური ცნობები მოგვიანებით გახდება ცნობილი. იმედს ვიტოვებ საქმე სერიოზულ ტრავმას არ გვაქვს, რადგან წინ მძიმე დაპირისპირებები გველის. 

ფედერიკო ბერნარდესკის აბსლუტურად ყველაფერი აქვს, რომ მაღალი დონის მცველად ჩამოყალიბდეს. სიჩქარე, ჩაწოდება და ტექნიკური არსენალი. თუმცა, დაცვით ასპექტებში მომატება მატებს. ფედე ბევრს შრომობს და დარწმუნებული ვარ სასურველ შედეგს მალე მივიღებთ.

ალვარო მორატა დიდი დანაკლისია, რადგან მასთან ერთდ შეტევა მეტ მრავალფეროვნას იძენს. შეუძლია სიღრმიდან სივრცის შექმნა, რომელსაც თავადვე ეფექტურად იყენებს. მისი აჩქარებები, შეტევაში მყოფ დანარჩენ ფეხბურთელებს წარმატების შანს უზრდის. 

ესპანელი ახლა იდეალურ კონდიციებში არ არის, მაგრამ მდგომარეობა უმჯობესდება და უბრალოდ მოთმინებით ყოფნა გვმართებს. 

ინტერთან არსებული ჩამორჩენა დიდია, მაგრამ ეს მოტივაციის წყაროდ უნდა გამოვიყენოთ. ისტორიამ გვასწავლა რომ შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს იუვენტუსისთვის! არასდროს დავნებდებით და მუდამ მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ.”

 

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

17 მარტს გადაწყდა იუვენტუსი-ნაპოლი ოფიციალურად.მოუწევს პირლოს და ნედვედს სასტარტოში მოხვედრა :დ

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

არავინ გვყავდა ტრავმირებული და ვერც მაშინ ვერაფერს ვშვებოდით შენ ხელში. სარიმ რაღა უნდა თქვას კორონავირუსის გამო თამაშები რო შეწყვიტეს და პაპანაქება სიცხეში მოგვიწია თამაში.არ იქნება ადვილი ინტერს არც ტრავმირებულები ყავს არც ლიგაზეა.მაგარ გაჭედილში ვართ ვის დააყენებს ეხლა ლიგის წინ ლაციოსთან.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

es ukve rtuli temaa

ბექა
ბექა
3 years ago

ინტერი მხოლოდ სერია აზეა კონცენტრირებული, ევრო სარბიელს გამოეთიშა და რთული იქნება მათთან კონკურენცია. თავად თუ არ მოიგონეს რაიმე

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x