ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი:”დრო ჯერ კიდევ გვაქვს”

ფედერიკო ბერნარდესკი მთელი სეზონის მანძილზე კრიტიკის ქარცეცხლში იმყოფება, რადგან იტალიელმა ვერა და ვერ აჩვენა ის თამაში, რითაც გუნდს ამ არასახარბიელო პერიოდში დახმარების ხელს გაუწვდიდა.

თუმცა, სპეციასთან გუშინდელ მატჩში იტალიელმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და ბიანკონერის წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.

“მნიშვნელოვანი სამი ქულა და მკაფიო გზავნილი ლიგის დანარჩენი წევრებისთვის! იუვენტუსი ცოცხალია და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

მართალია ლიდერს საკმაო ქულებით ჩამოვრჩებით, მაგრამ დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. მზად ვართ ბრძოლისთვის და მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის. ყველას უნდა გვახსოვდეს რას ნიშნავს იუვენტუსი.. თუ ეს არ დაგვავიწყდება, მაშინ ყველაფერს შევძლებთ!

ლაციოსთან რომელიმე შეხვედრა იოლად ჩაგვეტარებინოს არ მახსენდება. დედაქალაქელებთან მუდამ მძიმე და ხისტი შეხვედრა ვითარდება.. მაქსიმალური კონცენტრირება და თითოეული ხელსაყრელი ეპიზოდის ბოლომდე გამოყენება. თუ ეს მოვახერხეთ, მაშინ წარმატებულ გზას გავაგრძელებთ. მითუმეტეს მატჩი ჩვენს არენაზე გაიმართება!

პორტოსთან მატჩზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობთ, რადგან სერია ა-ში არსებული სიტუაცია თითოეული ჩვენგანისგან, სრულ კონცენტრირებას ითხოვს. ასეთ მდგომარეობაში საკუთარი შეცდომების გამო ვართ.. საბედნიეროდ, დრო ჯერ კიდევ არის სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x