ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოახერხა წლევანდელი სეზონის დებიუტანტი სპეციას დამარცხება, რომელმაც უკვე მოიპოვა “კერკეტი კაკალის” სტატუსი.

მეტოქე გარკვეული დროის განმავლობაში ბურთსაც კარგად აკონტროლებდა და მრისხანე მოწინააღმდეგეს, მისსავე სტადინზე თავისუფალ სივრცეს მაქსიმალურად უზღუდავდა.

იუვენტუსი პირველ ნახევარში საკმაო პრობლემებს განიცდიდა და ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ ანდრეა პირლო მეორე 45 წუთში ცვლილებებს არ გააკეთებდა.

ფედერიკო ბერნარდესკის და ალვარო მორატას გამოსვლამ, თამაშის სცენარი წამებში შეცვალეს და ტურინელებმა წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ამჯერად საჭირო სამი ქულა გაიფორმეს.

ახლა კი ტრადიციულად ფეხბურთელების შეფასებებს შემოგთავაზებთ:

შესნი – 7 – დიდი ხნის მანძილზე მაყურებლის სტატუსში იმყოფებოდა, თუმცა მეტოქის ყოველ მოქმედებაზე ზუსტად  და საიმედოდ რეაგირებდა. ბოლოს 11-იანზეც გაიბრწყინა!

დანილო – 6.5 – ლიდერული თვისებები ამ შეხვედრაში არ გამოუჩენია, თუმცა ასეთი დანილო დღევანდელი იუვენტუსისთვის ნამდვილად საჭირო ფიგურაა.

ალექს სანდრო – 6 – ერთ მშვენიერ დღეს ბრაზილიელი მიატოვებს მარცხენა ფლანგს და ნამდვილ, ცენტრალურ მცველად მოგვევლინება. გასაოცარია მისი მოქმედებები შუა ზონაში, სადაც პოზიცია ერთხელაც კი არ დაუკარგავს.

დემირალი – 6 – პენალტის გამო მისი გაკრიტიკება შეგვიძლია და სამართლიანიც იქნება. თუმცა, სხვა მხრივ თურქი უმატებს და ლიდერობასაც ითავსებს. ეს ამ კუთხით მოთელვა იყო, რომელიც წარმატებულად დასრულდა.

ფრაბოტა – 5.5 – ტრავმირებული დე ლიხტის ნაცვლად ჩაერთო და შეტევაში ვერანაირი ზეგავლენა ან სხვაობა ვერ შექმნა. დაცვაშიც პრობლემებს განიცდიდა, როდესაც მეტოქე მოქმედებებს მისი ფრთიდან იწყებდა.

ბერნარდესკი – 8 – 60 წუთიდან’ – ფედე! რამდენ ხანს გელოდით! შემოვიდა და გაიბრწყინა! ორი მოქმედება, რომელიც გუნდისთვის სასიკეთო შედეგით დასრულდა!

კიეზა – 7 – კრიშტიანოს შემდეგ სწორედ ფედერიკოა ის ცივსისხლიანი მოთამაშე, რომელიც კარზეა დაგეშილი და ყოველ ხელსაყრელ სიტუაციაში ბურთს მეტოქის ბადისკენ უმიზნებს. სხვა პოზიტიურ მოქმედებებთან ერთად, გოლი ნამდვილი დესერტი იყო! მითუმეტეს დამატებაზე, ურთულესი ტრაექტორიით..

რემზი – 66 წუთიდან – 6 – ნორმალურად ერთვება და ერთი-ორი შეტევის ჭკვიანური განვითარებაც შემოგვთავაზა. ლაციოსთან მატჩის წინ ეს კარგი შეტყობინებაა.

ბენტანკური – 5.5 – ინერტულია.. ამჯერადაც უჭირს მწვრთნელის მითითებების შესრულება. რამდენიმე ვერტიკალური განვითარება, ართმევა და ამით იფარგლება ფეხბურთელი, რომელიც გუნდის ტემპს და დაცვიდან ამოსვლას უნდა ხელმძღვანელობდეს.

რაბიო – 6 – უკეთესია ვიდრე ნახევარდაცვაში მისი მეურვე. ურუგვაელის განსხვავებით, ფრანგი არ ერიდება შეტევის ფრთების სწრაფ ცვლას, მაგრამ პირველ 45 წუთში გუნდს კომპაქტურობაც აკლდა და სათანადო სიჩქარეც.

მაკენი – 6 – მის შემყურე გვრჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეულად მოქმედებდა. პარტნიორებიც ხშირად არ იყენებდნენ და საერთოდაც, ამერიკელს ფიზიკური კონდიციების პრობლემა აქვს. იმედი ვიქონიოთ მალე დაგვიბრუნდება და ისევ გაიბრწყინებს!

მორატა – 60 წუთიდან – 8 – იუვენტუსი ესპანელი ძალიან დააკლდა. სიღრმიდან სივრცის შექმნა და შეტევაში მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზება. შემოდის თუ არა რამდენიმე წამში იტანს! გოლის შემდეგაც, მეტოქის დაცვის ხაზზე დიდ ზეწოლას ახორციელებდა, რისი გაძლებაც სპეციას უკიდურესად უჭირდა.

კულუსევსკი – 6 – პერიოდულად იმდენად ეფექტურად მოქმედებს, თითქოს აი ახლა აფეთქდება და მეტოქეს კარგი დღე არ დაადგება. აშკარაა რომ უმატებს.. ეს არ უნდა დავუკარგოთ. ადაპტაცია ახალ როლში ნორმალურად ვითარდება, ახლა მთავარია გოლი გაიტანოს, რაც დამატებით თავდაჯერებულობას შემატებს. ეს უბრალოდ დროის საკითხია.

რონალდუ – 6.5 – ცუდ ფორმაშია, კარგ ფორმაშია.. ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კრიშტიანო საკუთარ საქმეს ყოველთვის შეასრულებს! პირველ 45 წუთში მეტ დამხარებას საჭიროებდა და პირლომ მას ეს ყველაფერი მეორე 45 წუთში გაუნაღდა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

logikuria

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x