ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

CalcioMercato:”იუვენტუსი რეჯისტას ძიებაშია”

ანდრეა პირლოს მთავარი მოთხოვნა მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მაღალ კვალიფიციური შუახაზელის დამატება იქნება, რომელსაც შეეძლება სათამაშო ტემპის ხელმძღვანელობა, დაცვიდან ამოსვლაში ფუნდამენტური როლის შესრულება და ამავე დროს სწრაფ, ვერტიკალურ ფეხბურთს უზრუნველყოფდა.

მოთხოვნები საკმაოდ ბევრია და თან ურთულესი, მაგრამ ბიანკონერის გარკვეული კანდიდატურები უკვე შერჩეული ყავს.

CalcioMercato -ს მტკიცებით, ყველაზე ხშირად ორი გვარი სახელდება – მანუელ ლოკატელი რომელსაც სასუოლო 50 მილიონად აფასებს და აღნიშნული ციფრები ტურინელებს კარგ განწყობაზე არ აყენებს. შესაბამისად მეორე ვარიანტი ჟორჟინიოს მონაწილეობით უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

ნაპოლის ექს მოთამაშეს ლონდონის დატოვება გადაწყვეტილი აქვს, რადგან კლუბიდან მაურისიო სარის წასვლის შემდეგ, ვერა და ვერ შეძლო სასტარტოში ადგილის დამკვიდრება.

უპირატესი ჟორჟინიოსთვის იტალიაში დაბრუნებაა, სადაც მისი მოსაზრებით ყველაზე უკეთ შეძლებს ასპარეზობას.

ამ ეტაპზე კონკრეტული ციფრები არ სახელდება, თუმცა ტურინსა და ლონდონს შორის არსებული კარგი ურთიერთობის ფონზე, არაა გამორიცხული მხარეებმა საერთო ენა იჯარის წესით გაფორმებაზე მიაღწიონ.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

პრობლემა ყველა ვარიანტში ტაქტიკაშია. დაბალი დონის გუნდებს ეს იუვენტუსი უნდა უგებდეს. ვიგებთ თამაშებს 2 3 ფეხბურთელის ინდივიდუალორიბის ხარჯზე.წარმოიდგინეთ რა ძალაა კიეზა და რონალდო ასეთ იუვენტუსში თავს რაღაცით ყოველთვის გვამახსოვრებენ. იმას რასაც ეს ათამაშებს 4 4 2 არცერთ ვარიანტში არ არის შეზელილები არიან ერთმანეთში.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

es iuventusi cesieri treneris xelshi dabali donis gunds ki ara nebismiers unda anadgurebs chemi azrit

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

კი ეგრა ამნაირი დანაკლისებით შეილება ვერ მოუგო რომელიმე გრანდს.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x